საბა კვირკველია: ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველმა საბა კვირკველიამ ახსნა, თუ რატომ არ გადავიდა ინგლისურ კლუბში და რატომ არ თამაშობს.

"მოედანზე ჩემი არყოფნის მიზეზი ტრავმაა! ვერ გავიგე, რაზეა საუბარი, როდესაც კიდევ რაღაცებზე ლაპარაკობენ. ზოგიერთს ტრავმის გამო უკვე ნახევარი წელიწადი გაუცდა. მერწმუნეთ, ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ადამიანებს კი, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ და ჩემზე ადრეც სხვადასხვა საზიზღრობას ამბობდნენ, ოდესღაც უკვირდათ, რატომ ამიყვანეს "რუბინიდან" "ლოკომოტივში". იძახოდნენ, მეორე ლიგის დონეაო. დაე, მოკეტონ და რცხვენოდეთ!

"ლოკომოტივში" თამაში და ყოფნა ძალიან მომწონს.  მწვრთნელი სიომინი ძალიან მიყვარს, რომელმაც ჩემთვის ბევრი რამ
გააკეთა.

"ლესტერი" კი... ინგლისის პრემიერლიგაში გადასვლის სურვილი რომ მქონოდა, გადავიდოდი. როდესაც ჩემპიონები გავხდით, მაშინ მოგვმართეს წინადადებით. თუმცა, არაფერზე არ ვნანობ. დავრჩი და მოხარული ვარ, რომ მეორედ გავედით ჩემპიონთა ლიგაზე. მინდა, "ლივერპულს" შევხვდეთ, ეს ტოპ-დონეა. ამ გუნდს "რუბინის" რიგებში "ენფილდზე" ვეთამაშე - ისეთი სიამოვნება მივიღეთ! უდავოა, შარშანდელზე უკეთესად ვიასპარეზებთ. ევროპა ლიგაზე გასვლას მაინც შევეცდებით.

გასულ სეზონში "უფასთან" ტრავმა მივიღე და შეცვლა მოვითხოვე. შემდეგ შეკრება გავაცდინე და ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. როდესაც ფეხბურთელს ამდენი უცდება, მერე ძალიან უჭირს.

ცოტა ხნის წინ ვარჯიშიც კი მიჭირდა, ბარძაყის კუნთები ძალიან მტკიოდა, მაგრამ ახლა ყველაფერი წესრიგშია, მალე 100%-ით მზად ვიქნები. სამი თვე ვმკურნალობდი. რა აზრი ჰქონდა, რომ მეთამაშა და ისევ ტრავმა მიმეღო?

"როსტოვთან" მატჩში ჩემი დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, ტკივილი აღარ მაწუხებს და ნაკრებშიც კი გამიშვეს.  ვფიქრობ, პრემიერლიგის პაუზის მერე დავბრუნდები, შემდეგ კი ვის აირჩევს, მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება", - განუცხადა კვირკველიამ championat.com-ს.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ვის რად უნდა ინგლისში კვირკველია,ლოკომოტივში არ ათამაშებენ
kvirkvelia
21:25 29-08-2019
2
მოდაში შემოვიდა ეს ვითომ გულშემატკივრობა და სხვისი მიღწევების განსჯა,,ბიძიკო რო ილანძღებით და ასეთი ჭკვიანები რომ ხართ მიაღწიეთ რამეს ამ ცხოვრებაში? ასე ჭკვიანები რომ ხარ იმიტო საერთოდ არ თამაშობთ ალბად..
და თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით სხვისი აზრს არ მოუსმენდით..ტაკ შტო მიხედეთ თქვენს საქმეს და ნუ დაგავიწყდება რომ
,,სხვის ხელში თოხი კარგად მუშაობს'' მაგრამ ეგ რომ ჩვენ გავითავისოდ გავაანაალიზოდ და ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოდ როგორც საბა აკეთებს მაშინ მე და კიდევ 1,5 მოლიონი ქართველი გახიზნული არ ვიქნებოდით რომ დარჩენილი 2 მილიონმა პური გატეხოთ და მშიერი არ იყოთ,მაგრამ ბოღმას ჭამთ და გემრიელია ალბად.. აი ეგაა თქვენი ამერიკა და დოლარი მოგაკლდა რუსი ტურისტი ფული და ქალებიი და კია შენი დოლარი 4 ლარი მალე გრივნა გავასწრებთ ვარდნაში და ჯიბე გასქელებული ვივლით ყველა
ოტია
16:35 29-08-2019
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული