ტრავმის მორჩენის შემდეგ "შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ "შახტარში" "ოლეკსანდრიასთან" ითამაშა (0:0) და ნამატჩევს ტელეარხ "Футбол"-ს მცირე ინტერვიუ მისცა.
- დავით, ტრავმის შემდეგ დაბრუნებას გილოცავთ. როგორ ხარ?
- გმადლობთ, თავს ნორმლურად ვგრძნობ. ეგაა, მხოლოდ, რომ მატჩის შედეგი მთლად კარგი ვერაა... აი, რაც შეეხება ჯანმრთელობას, ყველაფერი წესრიგშია.
- რა დააკლდა გუნდს "ოლეკსანდრიასთან" გამარჯვებისთვის?
- ვფიქრობ, ყველაფერი კარგ დონეზე იყო. განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც ძლიერი მეტოქე მის ნახევარზე გამოვკეტეთ. თუმცა, რეალიზაცია მოიკოჭლებდა, არ გვიმართლებდა და აღსანიშნვია მეკარე პანკივის შესანიშნავი თამაში.
- როგორია "დინამოსთან" თასის 1/8-ფინალის
მოლოდინი?
- მოლოდინი ერთია - შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და უკრაინის თასის მოგებას მივუახლოვდეთ.
- როგორია "დინამოსთან" თასის 1/8-ფინალის
- მოლოდინი ერთია - შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და უკრაინის თასის მოგებას მივუახლოვდეთ.
"შახტარი" 12 ტურის შემდეგ 34 ქულით ჩემპიონატის ლიდერია, მეორეადგილოსან კიევის "დინამოს" 10 ქულით უსწრებს და 30 ოქტომბერს თასის მერვედფინალში კიევში შეხვდება.