"გენტის" მწვრთნელი ქვილითაიას კონკურენტზე: საშინელი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის "გენტმა" ბელგიის უმაღლესი დივიზიონის გასვლით მატჩში "სენტ ტრუიდენთან" ფრედ ითამაშა და შეხვედრის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი 84-ე წუთზე მოხდა, როცა ქვილითაიასთან ერთად 2:1-ზე გასულმა დეპუატრემ ცარიელი კარის წინ მდგომ ქართველს პასი არ მისცა და ვერც თავად მოახერხა გოლის გატანა.

აღნიშნულ მომენტზე კომენტარი "გენტის" დანიელმა მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გააკეთა.

"არ არის აუცილებელი, იყოთ თავდამსხმელი იმის შესაფასებლად, რომ ეს საშინელი გადაწყვეტილება იყო. როცა ასეთი შანსი მოგეცა, 100%-ით პასი უნდა გაუკეთო შენ გვერდით მდგომს - ქვილითაიას. თუმცა ფეხბურთელები
გადაწყვეტილებას მოედანზე იღებენ, მწვრთნელი კი მათ მოქმედებას თამაშის შემდეგ აფასებს. თუმცა, ნათელია, რომ ეს შეხვედრის გარდამტეხი მომენტი იყო", - აღნიშნა 49 წლის სპეციალისტმა.

შემდეგ შეხვედრაში "გენტი" გასვლაზე "ანდერლეხტს" შეხვდება და ასეთი მოქმედების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, თორუპმა ძირითად შემადგენლობაში დეპუატრე დააყენოს, რომელიც ქვილითაიას კონკურენტია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იგივე რუსეთია რა, ჩვენებისთვის ყოველშემთხვევაში. ჯერ იყო და ჩაკვე კინაღამ დაღუპეს, ტრავმიანს ატამაშებდნენ და დაგვიანებულ ოპერაციას ძლივს გადაურჩა, ახლა ქვილო აითვალწუნეს, ასეა ჩვენებს ავტორიტეტი არ აქვთ, რადგან ფარჩაკ ქვეყანაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ
ვასო
30 ოქტომბერი 2019 17:47
2
დინამოს რომ ჯერემი ნჯიტაპი ჩამოყავს მთავარ მწვრთნელად გაიგეთ?
ფანტომასი
29 ოქტომბერი 2019 20:51
8
შე უნამუსო დანიელო მწვრთნელო, მიხედე დისციპლინას გუნდში სადაც ქართველები ათვალწუნებული ჰყავთ! სულ ვიძახი და აქაც კარგად ჩანს როგორ არ სურთ თანაგუნდელებს ქართველი ფეხბურთელის (ა.შ. ქვილითაიას) წარმატება. ამისმა ფავორიტმა თავდამსხმელმა გუნდს 3 ქულა დააკარგინა და ეს კიდევ ლამის იმას ამბობს, არა უშავსო... აბა ერთი პირიქით ყოფილიყო, მაშინ ხომ საერთოდ გუნდიდან მოკვეთავდი გიორგის. მოკლედ, ჩვენმა ორივე გიორგიმ უნდა ეცადონ, ზაფხულში ახალი გუნდები მონახონ-აქ მაგათ არ გაახარებენ
qomagi
29 ოქტომბერი 2019 15:31
8
და რუსეთში წავიდნენ არა?!გეყოთ რა შეთქმულების თეორიებით საუბარი!!!კონკურენცია უნდა დაძლიო და მორჩა!!!ძალიან კარგ გუნდებში,ჩემპიონატში და რაც მათავარია,გამართულ და განვითარებულ ქვეყანაში არიან და თუ რამ შეუძლიათ იქ დაამტკიცონ!!!გაქცევა გამოსავალი არ არის!!!
aburjga-ს
29 ოქტომბერი 2019 19:07
12
დიახ ასეა! უკვე მერამდენედ ვწერ, რომ ყველა ქართველმა ბელგიის ჩემპიონატი სასწრაფოდ უნდა დატოვოს!
aburjga
29 ოქტომბერი 2019 16:18
3
დეპუატრემ ვოლფსბურგთანაც ჩააგდო შეხვედრა და ძალიან კარგი მომენტი გაანიავა.ფიზიკურად ძალიან ძლიერია,მაგრამ სათამაშო აზროვნება ეტყობა ვერ აქვს სათანადო.
სოსო
29 ოქტომბერი 2019 15:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული