ლობჟანიძე რომ არ გვყავდეს, იცით, რამდენ მილიონს დავკარგავდით? - "რანდერსის" პრეზიდენტი

AutoSharing Option
დანიური "რანდერსის" ჰოლდინგის პრეზიდენტმა სვენ ლინი იორგენსენმა ადგილობრივ გამოცემა tipsbladet.dk-სთან საუბარში ფინანსურ პრობლემებსა და ქართველ გარემარბ საბა ლობჟანიძეზე ისაუბრა.

"ყველასა და ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ზოგჯერ შენ რაღაცას იაფად ყიდულობ, რადგან სხვას ფინანსურად უჭირს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. ჩვენ 27 მილიონი გვაქვს და ჩვენი კრედიტუნარიანობის რაციო (კოეფიციენტი) 36.6%-ს შეადგენს.

საბასთან დაკავშირებით ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ - სად ვიქნებოდით 14 ტურის შემდეგ მის გარეშე? რა თანხა შემოვიდოდა სატელევიზიო გაყიდვებიდან, ლობჟანიძე რომ სხვა კლუბში თამაშობდეს? სხვაობა X მილიონში იქნებოდა და ჩვენ
არ ვაპირებთ მის გაყიდვას X მილიონზე ნაკლებ ფასად. ეს ხომ მარტივი და ლოგიკური შეფასებაა", - განაცხადა იორგენსენმა.

აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე "რანდერსს" ტრავის გამო ვერ ეხმარება. მის გარეშე კლუბმა ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მატჩი წააგო.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან სასიამოვნოა როცა ქართველ ფეხბურთელს ასე აფასებენ და ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ კლუბში, კლუბის ლიდერი და წამყავნი ფეხბურთელია რაც უფრო მეტი გამოჩნდება ასეთი მით უკეთესი.
Giorgi
01 ნოემბერი 2019 14:01
1
სასიამოვნო ნამდვილად არის ეს ფაქტი, თუმცა მე მაინც კლუბის პრეზიდენტის მხრიდან ჩვეულებრივი პიარ კამპანია მგონია იმ მიზნით, რათა საბა სარფიანად გაყიდონ
სიმართლე
01 ნოემბერი 2019 16:47
3
ჩვენი საბა ღირს 10ლიმონი და მეტიც. თავისი გუნდის ლიდერია სადქცაა. ზუსტად ასეთი ბიჭები უნდა თამაშობდნენ ნაკრებში.
გოგა
01 ნოემბერი 2019 20:47
0
"კრედიტუნარიანობის რაციო")))))))
დომენტი
01 ნოემბერი 2019 13:40
2
"ლობჟანიძე რომ გვყავდეს, იცით რამდენ მილიონს დავკარგავდით?" - მემგონი სათაურში "არ გვყავდეს" უნდა იყოს
giorgi
01 ნოემბერი 2019 12:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული