დანიური "რანდერსის" ჰოლდინგის პრეზიდენტმა სვენ ლინი იორგენსენმა ადგილობრივ გამოცემა tipsbladet.dk-სთან საუბარში ფინანსურ პრობლემებსა და ქართველ გარემარბ საბა ლობჟანიძეზე ისაუბრა.
"ყველასა და ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ზოგჯერ შენ რაღაცას იაფად ყიდულობ, რადგან სხვას ფინანსურად უჭირს, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ასე არაა. ჩვენ 27 მილიონი გვაქვს და ჩვენი კრედიტუნარიანობის რაციო (კოეფიციენტი) 36.6%-ს შეადგენს.
საბასთან დაკავშირებით ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოთ - სად ვიქნებოდით 14 ტურის შემდეგ მის გარეშე? რა თანხა შემოვიდოდა სატელევიზიო გაყიდვებიდან, ლობჟანიძე რომ სხვა კლუბში თამაშობდეს? სხვაობა X მილიონში იქნებოდა და ჩვენ
არ ვაპირებთ მის გაყიდვას X მილიონზე ნაკლებ ფასად. ეს ხომ მარტივი და ლოგიკური შეფასებაა", - განაცხადა იორგენსენმა.
აღსანიშნავია, რომ ლობჟანიძე "რანდერსს" ტრავის გამო ვერ ეხმარება. მის გარეშე კლუბმა ორი შეხვედრა ჩაატარა და ორივე მატჩი წააგო.
"რანდერსის" დირექტორი: საბა ლობჟანიძის მიმართ ინტერესს არა მხოლოდ "ბრონდბიუ" იჩენს
საბა ლობჟანიძე შესანიშნავ ფორმაშია - ამჯერად საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
საბა ლობჟანიძემ დანიის პირველობაზე მეექვსე გოლი გაიტანა [VIDEO]