რუსეთის ჩემპიონატში "არსენალთან" 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ "სპარტაკის" მწვრთნელ დომენიკო ტედესკოს sports.ru-ს ჟურნალისტმა ნახევარმცველ ჯანო ანანიძეზე დაუსვა კითხვა.
- რატომ ითამაშა ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე?
- ჯანომ ვარჯიშებზე თავი წარმოაჩინა. კრალის პოზიციაზე ითამაშა, კრალმა კი იმიტომ არ იასპარეზა, რომ გასულ 2 შეხვედრაში 25 კილომეტრი გაირბინა და დავასვენეთ.
ანანიძე ტექნიკურია. თქვენ ნახეთ, როგორ დაგვეხმარა ამ პოზიციაზე მეორე ტაიმში. მან თამაში დაიმსახურა, კარგად ითამაშა, პასებს არიგებდა. თუმცა, დიახ, სათამაშო რიტმი "ასაკრეფი" აქვს.