დონეცკის "შახტარისა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ სოციალური ქსელ "ინსტაგრამის" საშუალებით ბრაზილიელი თანაგუნდელები დენტიონიო და ტაისონი გაამხნევა, რომლებმაც კიევის "დინამოს" ულტრასი ფანებისაგან რასისტული შეძახილების გამო იტირეს კიდეც.
"ნუ უსმენთ ქვის ხანის იდიოტებს" - დაწერა დავით ხოჭოლავამ.
უკრაინული კლასიკო 77-ე წუთზე შეწყდა, როცა ტაისონმა "დინამოს" ფანებს შუათითი უჩვენა და მათი მისამართით ძლიერად დაარტყა ბურთი. ამის გამო ბრაზილიელმა შეხვედრის მთავარი არბიტრისაგან წითელი ბარათი მიიღო. შეხვედრა კი დონეცკური კლუბის გამარჯვებით დასრულდა - 1:0.