იური სიომინმა საბა კვირკველიას შესახებ კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა matchtv-სთან საუბრისას საბა კვირკველიაზეც გააკეთა კომენტარი.

"ჩვენ გამოჯანმრთელების პროცესში მყოფი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი გვყავს: სმოლოვი, ანტონ მირანჩუკი, კვირკველია. მათ მომზადების ხარისხიანი ციკლი სჭირდებათ, რათა სეზონის პირველი ნახევრის ბოლოს საჭირო კონდიციებში იყვნენ. სოჭში კი საჭირო ციკლს გაივლიან", - აღნიშნა სიომინმა.

საბა კვირკველიას რუსეთუს პრემიერლიგაში ზაფხულის შემდეგ არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა წლევანდელ სეზონში "ლოკომოტივის" ერთადერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ისიც რუსეთის თასზე.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აქ ერთხელ ანანიძეზე დავწერე წადი მაგედან სანამ დროა მეთქი,თორე როსტოვი სანატრელი გაგიხდება მეთქი...ხოდა საბა მართალს გეუბნევიან-წაააადიიიიიი!
ვინმეს გჯერათ რო ხვიჩა კვარაცხელიას ამბები არაფერ შუაშია???
Jordan Beli
15 ნოემბერი 2019 19:57
4
წადი!!!!!!!!!!!!!!
solo
15 ნოემბერი 2019 17:53
3

სიახლეები პოპულარული