ხვიჩა კვარაცხელიამ გროზნოში "რუბინს" ქულა 90+3-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ქართველების "რუბინი" გროზნოში დაუზავდა ადგილობრივ "ახმატს" 1:1.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ 90+3-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა და ყაზანურ გუნდს ქულა მოუპოვა.

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ხვიჩას მეორე გოლია - პირველი "ლოკომოტივს" გაუტანა.

"რუბინში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძე კი განაცხადში არ იყო.

"რუბინი" 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრე 7 გუნდია გასავარდ ზონაში და რაღა მაინცდამაინც რუბინი გავარდება.
თემო
01 დეკემბერი 2019 21:03
1
კვარაცხელია არის სუპერ ტალანტი რომელიც რუბინს მარტო ათრევს,როგორც კი შემოვიდა გუნდი შეიცვალა ეგრევე,ყველგან იყო,ძალიან მაგარი ფეხბურთელია,
tengo
01 დეკემბერი 2019 12:00
7
წარმატებებს ვუსურვებ ხვიჩა სასიხარულოა მისი გოლი,მაგრამ სამწუხაროდ რუბინი წელს ძალიან სუსტად გამოიყურება პრემიერ ლიგაში გასავარდნ ზონაშია გუნდი და 10-20 ზე აქვს გურთების სხვაობა 18 თამაში დიდი ალბათობით ამ სეზონში რუბინი გავარდება პრემიერ ლიგიდან ვისურვებდი რომ უფრო მაღალ პოზიციაზე იყოს რადგან ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ ამ გუნდში და თუ რუბინი გავარდა მე-2 ლიგაში მერე ამ ფეხბურთელების სამომავლო პერსპერქტივე ბუნდოვანი ხდება სამწუხაროდ.
იმედს ვიტოვებ რომ მეორე წრიდან მოუმატებს კლუბი და დარჩებიან პრემიერ ლიგაში.
გიორგი
30 ნოემბერი 2019 23:46
1
Zivzivadzemac gaitana bolo cutebze
Guja
30 ნოემბერი 2019 23:36
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული