კიტეიშვილმა ანგარიში 0:3 გახადა და შემდეგ გასაკვირი ამბავი მოხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს, ავსტრიის ბუნდესლიგის მე-18 ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" მეორე ადგილზე მყოფ "ლასკს" ესტუმრა, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/16-ფინალის კენჭისყრის წინ განთესილთა შორისაა.

ყველას გასაკვირად, სტუმრები თავიდან უპირატესობას დაეუფლნენ და 24-ე წუთზე კიტეიშვილმა ანგარიში 0:3 გახადა. კიდევ უფრო გასაკვირი კი ის გახლდათ, რომ მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა მეორე ტაიმში "შტურმის" 2 ფეხბურთელი გააძევა.

ოთარმა მიმდინარე ჩემპიონატზე მეხუთე გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდი 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.

პაშინგი. "რაიფეისენი".
5 700 მაყურებელი
ლასკი - შტურმი 3:3
გოლები: 0:1 რიოშერი (4), 0:2 ჰიერლანდერი (9, პენ), 0:3 კიტეიშვილი (24), 1:3 სპენდლჰოფერი (38, საკ. კარში), 2:3 ვოსტრი (45+2), 3:3 კლაუსი (74, პენ)
გაძევება: დომინგესი (61, შტურმი), ჰიერლანდერი (86, შტურმი)
მკითხველის კომენტარები / 4 /
ოთარი ჩემი აზრით უკვე მზადაა უფრო ძლიერ ლიგაში სათამაშოდ,ყველა მონაცემები აქვს საამისოდ! კარგია რომ საქართველოს ყავს ორი კარგი საყრდენი 100% პრაქტიკით კანკავა და კიტეიშვილი! ამათ წინ ასევე კარგები იქნებიან, რომლებიც ფორმაში შედიან: (იმედია მეტი სათამაშო დრო ექნებათ კლუბში)ფლანგებზე ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი, თავდამსხმელის უკან გვილია და წინ ქვილითაია! ამათ ბელარუსი ნამდვილად ვერ გააჩერებს!
gabo
09:42 16-12-2019
0
ძალიან კარგი სეზონი აქვს იმედია მომავალ წელს უკეთეს გუნდში გადავა ან უკეთეს ჩემპიონატში ისევე როგორც ხარაიშვლი და ლობჟანა წარმატებები მათ.
გიორგი
23:45 15-12-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული