საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივართა საიტმა - შეიძლება თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია "ლოკოში" დაბრუნდეს.
საიტის მტკიცებით, რკინიგზული კლუბი მზადაა ტრანსფერში 600 ათასი ევრო გადაიხადოს, თავად კვარაცხელია კი თანახმაა იანვარში უკან დაბრუნდეს.
ხვიჩამ გასული სეზონის მეორე წრე "ლოკომოტივში" ჩაატარა, შემდეგ გუნდი სკანდალურად დატოვა და "რუბინში" გადავიდა, სადაც მიმდინარე ჩემპიონატზე 17 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
"ლოკომოტივის" მწვრთნელი იური სიომინი ძალიან დაამწუხრა კვარაცხელიას ყაზანურ გუნდში გადასვლამ.
ახლახან "რუბინს" ლეონიდ სლუცკი ჩაუდგა სათავეში და მისი გადასაწვეტია, გაუშვებს თუ არა ხვიჩას
"ლოკომოტივში".
საგოლე პასით დამთავრებული ლამაზი დრიბლინგი - კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა [VIDEO]
ხვიჩა კვარაცხელიამ გროზნოში "რუბინს" ქულა 90+3-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]
ადაპტაციაზე, "რუბინზე", ნაკრებზე, საქართველოზე - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
იური სიომინი: კვარაცხელია "ლოკომოტივის" წამყვანი ფეხბურთელი იქნებოდა
Муслим Магомаев - Лучший город Земли (оригинал)