ხვიჩა კვარაცხელიამ გროზნოში "რუბინს" ქულა 90+3-ე წუთზე მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 ნოემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ქართველების "რუბინი" გროზნოში დაუზავდა ადგილობრივ "ახმატს" 1:1.

მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ და გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ 73-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ 90+3-ე წუთზე საპასუხო გოლი გაიტანა და ყაზანურ გუნდს ქულა მოუპოვა.

ეს მიმდინარე ჩემპიონატზე ხვიჩას მეორე გოლია - პირველი "ლოკომოტივს" გაუტანა.

"რუბინში" შეუცვლელად ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა, ბექა მიქელთაძე კი განაცხადში არ იყო.

"რუბინი" 18 ქულით მე-14 ადგილზეა და 8 დეკემბერს გასვლაზე "სოჭის" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგრე 7 გუნდია გასავარდ ზონაში და რაღა მაინცდამაინც რუბინი გავარდება.
თემო
21:03 01-12-2019
1
კვარაცხელია არის სუპერ ტალანტი რომელიც რუბინს მარტო ათრევს,როგორც კი შემოვიდა გუნდი შეიცვალა ეგრევე,ყველგან იყო,ძალიან მაგარი ფეხბურთელია,
tengo
12:00 01-12-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული