ლევან შენგელიამ ულამაზესი გოლი გაიტანა - "ქონიასფორმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელეკში შეკრებაზე მყოფმა "ქონიასფორმა" ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის "ალტინორდუ" 2:1 დაამარცხა და ამ შეხვედრაში გოლი ქონიური გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ გაიტანა.

შენგელიამ ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი "ქონიასფორის" მწვრთნელმა მთელი შემადგენლობა შეცვალა.

შენგელიას გუნდი კიდევ ორ საკონტროლო შეხვედრას ჩაატარებს, ხოლო 17 იანვარს ჩემპიონატზე, სტუმრად "ანკარაგიუჯიუს" დაუპირისპირდება.

17 ტურის შემდეგ "ქონიასფორი" 15 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 1 ქულა აშორებს.

შენგელიამ პირველობის 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლი ჯერ არ გაუტანია და იმედია, მეორე
წრეში გამოიჩენს თავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქართველების გატანილი ყველა გოლი ულამაზესი როგორაა ერთი მითხარით. ლამაზი, ეფექტური, სანაქებო უწოდეთ, ულამაზესი საუკეთესოებში გამორჩეული უნდა იყოს. ასეთი გოლი კი ყველა ჩემპიონატის თითოეულ ტურში გადის რამოდენიმე.
emigranti
08 იანვარი 2020 02:54
3
გოლი მართლაც კარგი და ლამაზი გაიტანა.
გიზოგ
08 იანვარი 2020 14:06
0
ცოტა განატლება არ გაწყენდა,რამდენი გადაგიხადეს ამ სტატიაზე ესეტი სატაურიტ,ისე ახლობლობის გამო ყველაფერი კი არ უნდა დაწერო
avtors
08 იანვარი 2020 01:29
2
ვარჯიშებზეც ბევრი გააქვსო იძახიან ...
ემრე
08 იანვარი 2020 00:34
1
ლევანი თავის სათქმელს იტყვის, ეს შესავალია
გიორგი კაჭკაჭიშვილი
07 იანვარი 2020 23:16
4
ვაა საღოლ :)
პროფესორ
07 იანვარი 2020 20:37
1

სიახლეები პოპულარული