3 ქართველი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაზეც ქართულმა კლუბებმა უნდა იფიქრონ

AutoSharing Option
2020 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი უგუნდოდაა.

ჩვენ გვინდა გავამახვილოთ ქართული კლუბების ყურადღება იმ ფეხბურთელებზე, რომლებსაც ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსი აქვთ და ნამდვილად შეძლებენ მათი გუნდების გაძლიერებას.

  • გიორგი ჭანტურია - 26 წლის ქართველი შემტევი ერთი წელია უგუნდოდ იმყოფება. კარიერის დასაწყისში მისგან ბევრს ელოდნენ, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც მოველოდით. მიუხედავად ამისა, გიორგი საკმაოდ ნიჭიერია და დიდი ძალაა ნებისმიერი გუნდისთვის. ძალიან კარგი იქნება, თუ მის დამატებას რომელიმე ქართული კლუბი შეძლებს, რადგან ეს როგორც კლუბისთვის, ასევე ფეხბურთელისთვის მომგებიანი
    წინადადება იქნება.

ბოლოს გიორგი რუსულ "ურალში" გამოდიოდა, სადაც ტრავმების გამო პრობლემები შეექმნა და რუსეთი განაწყენებულმა დატოვა. ის "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ იყო "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდი და "ვიტესი". ჰოლანდიიდან წამოსვლის შემდეგ მან ბევრი კლუბი გამოიცვალა, თუმცა თავი ვერსად დაიმკვიდრა. საქართველოს ნაკრებში გიორგის 15 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 გოლი გატანილი.

  • ავთო ებრალიძე - ებრალიძის რუმინული კარიერა ისე ვერ წავიდა, როგორც მას სურდა. 28 წლის შემტევისთვის "ვოლუნტარში" გატარებული დრო ფუჭი დროის კარგვა გამოვიდა. თუ რომელიმე ქართული კლუბი მის დათანხმებას მოახერხებს, საკმაოდ დიდ ძალას შეიძენს.

ავთო "დინამოს" აკადემიის აღზრდილია. შემდეგ იყო "ხეტაფეს" ახალგაზრდული გუნდი და დანარჩენი პერიოდი პორტუგალიაში გაატარა. თამაშობდა როგორც პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში, ამავდროულად, მეორე ლიგაშიც მოუწია თამაში. საქართველოს ნაკრებში მან 3 მატჩი ჩაატარა.

  • ალექსანდრე კობახიძე - 32 წლის გამოცდილი ვეტერანი უგუნდოდ იმყოფება და სასურველია, თუ ისიც საქართველოში ითამაშებს, თუმცა მისი გადაბირებით, სავარაუდოდ, უკრაინული კლუბებიც იქნებიან დაინტერესებულნი. ბოლოს ის "დნიპროში" იმყოფებოდა, სადაც თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და გუნდი დატოვა. კობახიძეს კარიერის დიდი ნაწილი უკრაინაში აქვს გატარებული, თუმცა უთამაშია როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის ჩემპიონატში.

ქართველ ნახევარმცველს ნაკრებში 35 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლი გატანილი. ის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელია და ნებისმიერი ქართული კლუბისთვის საუკეთესო შენაძენი იქნებოდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ჭანტურია ბოლოს როდის გყავთ ნანახი? 120 კილოაა!
გიორგი
17 იანვარი 2020 14:29
0
ჭანტურიას და კობახიძის დამატება არ ღირს,ესენი ზარმაცები არიან და სხვებსაც აიყოლიებენ.
სტატუს ქუო
17 იანვარი 2020 09:39
2
კობახიძის ზარმაცობა ვინ თქვა?! პირიქით, შეძლება ისე ნიჭიერი არ იყო, როგორც თუნდა ჭანტურია, მაგრამ შრომით მიაღწია რაც შეძლო. უკრაინაში ვინ გააჩერებდა ამდენ ხანს ზარმაც ფეხბურთელს. უფრო მეტიც, როგორც იქაურები ამბობენ შაბათ-კვირას ხშირად ხედავდნენ ეკლესიაში. შაბათს საღამოს ლოცვაზე, კვირა დილით წირვაზე.
ნუგზარი
17 იანვარი 2020 14:11
0
კობახიძის სიზარმაცე არავის გაუგია. შეიძლება სხვებივით ნიჭიერი არ იყო მაგრამ მშრომელი ძალიან. მთელი კარიერა უკრაინაში გაატარა.
ნუგზარი
17 იანვარი 2020 12:34
0
კობახიძე ავაზას აღზრდილია
gaga
17 იანვარი 2020 09:25
1
კობახიძე დინამოს აკადემიის აღზრდიკი არ არის, ავაზაში იყო წლები. ყველაფერს დინამოს და საბურთალოს ნუ მიაწერთ
იური
17 იანვარი 2020 09:04
1
რა დათანხმება კი უნდათ კაცო, აგერაა სამტრედია 2000 ლარიანი ხელფასებით, მივდინენ და ითამაშონ,რა პრობლემაა? ვინაც წარმატება მოუტანა კლუბს, ყველას გაყრიან,როგორც ეს ქართული წესია და ადგილის მეტი რა იქნება?
Jango
16 იანვარი 2020 17:42
5
ცეცაძემ საბურთალო შეთავაზა და , მის მერე აღარაფერი ახალი აღარ დაწერილა
Vasili
16 იანვარი 2020 17:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული