ასე დასრულდა ჯანო ანანიძისა და "სპარტაკის" ისტორია - რუსულმა კლუბმა ქართველის წასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება "სპარტაკი".

"ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკის" სკოლაში 2007 წლის ზაფხულში მოვიდა, ხოლო 2009 წლის 15 ივლისს პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მაშინ 16 წლის ჯანომ რუსეთის თასის მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ ითამაშა. 90-ე წუთზე მან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. ეს რეკორდი დღემდე ვერავინ დაამხო.

სულ ანანიძემ "სპარტაკში" 146 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა.
"სპარტაკთან" ერთად ის რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჯანოს ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
FREEDOM!!! შენი წყალი გადმოესხას კვირკველიას და რაც შეიძლება მალე!!! მერე ხოჭოლავას-უკრაინელები რუსებზე ასჯერ უმადური ნაციაა...
Jordan Beli
22 იანვარი 2020 07:19
2
ყველას კი გვინდოდა და გვინდა სუპერ ფეხბურთელი ყოფილიყო ჯანო, მაგრამ 2009 წლიდან 9 წლის მანძილზე (ერთი წელი როსტოვში გამოვაკლოთ) 146 მატჩი აქვს მხოლოდ ჩატარებული და ... სპარტაკმა ამდენი ხანიც რომ დაიტოვა გასაკვირია. ფიზიკა რომ ქონოდა შესაბამისი, მართლა სუპერი იქნებოდა, მაგრამ ფაქტია ასეთი ფიზიკური კონდიციებით არცერთ ნორმალურ ლიგაში არ გაახარებენ :(
???
22 იანვარი 2020 01:23
0
ასე დასრულდა ამბავი უთენი ღამეებისა.
maxo
22 იანვარი 2020 00:09
0
ბატონებო!!! რომ მოუწოდებთ წადი ევროპაშიო, იქნებ რომელიმემ იცით ისეთი ნორმალური კლუბი, რომელიც ჯანოს ეპატიჟებოდა და ეპატიჟება??? გაამხილეთ!!!
tngh
21 იანვარი 2020 20:25
8
სამწუხაროდ ჯანოს მატარებელმა მისი ტაიგაში ყოფნის დროს ჩაიარა! ყველას გაგვიხარდება თუ მოაბრუნებს!
ბასკი
21 იანვარი 2020 18:58
5
150 თამაში 16 გოლი.....და რაააა მაგარია?
ზაზა
21 იანვარი 2020 17:58
3
ქეცბამ თუ მაგი წაიყვანა, მართლა კაი კაცი ყოფილა, მეტი ქართული საქმე რა გინდა. 2 ლიმონი კი ქონდა ჯანოს ხელფასი, მარა არ ვფიქრობ რომ ყველას მაგი ღებულობდა. ან რატო უნდა მიეცათ სკამზე ჯდომაში? კონტრაქტი რომ ქონდა? მაგ ჭკუაზეა რუსი ქართველს მილიონები აძლიოს, მაქსიმუმ 500000 თუ მისცემდნენ, დანარჩენს თვითონ ჩაიდებდნენ ჯიბეში. ძველი და ნაცნობი სქემაა მაგი, ასე რომ თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი და საშუალო ევროპულ გუნდში მოხვდა, სადაც პრაქტიკა ექნა, ჯანო მალე აკრიბავს ფორმას. ვიტესი კაი ვარიანტი იქნება მგონია, ეხლა უფულოთ შეიძლება ჯანოს დამატება, ვნახოთ.
vaso
21 იანვარი 2020 17:38
5
ბატონებო, ჯანო ფიზიკურად სუსტია, მაგრამ ტექნიკური ფეხბურთელია, ამიტომ მაგის ადგილი იმ ჩემპიონატშია, სადაც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ და არა ძალისმიერს, ასე, რომ ჯანო, ამდენხანს რომ რუსეთის ჩემპიონატს შერჩა, დიდი შეცდომა იყო. დღეს კი იმ ქვეყნის გუნდი უნდა აირჩიოს სადაც ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ვფიქრობთ, დღეს ის დრო არ არის, რომ ჯანომ დიდი ყურადღება ხელფასზე რომ გაამახვილოს და ამისთვის ძალისმიერი ჩემპიონატი აირჩიოს.
ჟორა
21 იანვარი 2020 17:36
4
ჟანომ ფულის გამო გაანიავა საუკეთესო წლები სპარტაკში და ახლა ჭკუას ნუ ასწავლით რა, სად გააგრძელოს ყალთაბანდობა.
ოზეკი.
21 იანვარი 2020 17:23
1
ეს რო ანორთოსისში გაიჩითოს ქეცბასთან ერთად დაგლიჯავს)))) ჩემპიონთა ლიგაზე გავლენ უეჭველი :) ხოდა რავი... 1 წელი დაბალ ხელფასზე რო ითამაშოს არაფერი დაშავდება მგონი :) პროსტა ანორთოსისის გავლით კაი გუნდში გადასვლა არ ჭირდება ამას, პირდაპირაც შეუძლია ნორმალურ გუნდში გადასვლა და მაგიტომაც არ მგონია კვიპროსში წავიდეს))
Tbiliseli
21 იანვარი 2020 16:41
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული