ოფიციალურად: ჯანო ანანიძე "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უკვე ოფიციალურად - 27 წლის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე კარიერას "ანორთოსისში" გააგრძელებს.

ფამაგუსტურმა კლუბმა ქართველ ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ჯანომ "სპარტაკთან" გუშინ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა ხელშეკრულება. ის მოსკოვური გუნდის ღირსებას 2009 წლიდან იცავდა, ამ სეზონში კი რუსეთის ჩემპიონატის 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა. "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია. მის ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

ანანიძემ განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული ევროპულ გუნდში თამაში იყო; თურქული, რუსული და ბერძნული კლუბები იწვევდნენ,
მაგრამ "ანორთოსისში" გადასვლაში ქეცბაიამ იქონია დიდი გავლენა, თან ჩემპიონობისათვის იბრძვიან და გულშემატკივრებს კარგ და შედეგიან თამაშს დაჰპირდა.

მკითხველის კომენტარები / 39 /
დიდი მადლობა თემურ ქეცბაიას! მას საკუთარი ავტორიტეტი აძლევს იმის საშუალებას, რომ გამოავლინოს ის დიდი პატრიოტიზმი რომელიც მასში უხვადაა. ჩვენ ამის მომწრენი ვიყავით ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც იგი მოედანზე თავდადებულად იბრძოდა ნაკრების წარმატებისათვის. ახლაც კი მინდვრის გარედან განუზომელად დიდი საქმეს აკეთებს საქართველოს ნაკრებისათვის. ჩვენი ნაკრებისათვის მუდმივი პრობლემა იყო ტრამვები და უთამაშებელი ფეხბურთელები. მარტის თამაშებისათვის თემურის წყალობით ნაკრებში ჩამოვლენ მუდმივი პრაქტიკის მქონე მეკარე, საყრდენი, ორი შემტევი ნახევარმცველი და თავდამსხმელი. ეს ფაქტიურად ნაკრების ბირთვია!
ჩამოვლენ ფეხბურთელები რომლებისაც მუდამ გვეიმედებოდა თავიანთი ნიჭისა და კლასის გამო. მაგრამ პრაქტიკის არქონა ხელს უშლიდა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენაში. ბელგიელი ქართველებისთვისაც იღბლიანად დაიწყო წელი. საერთო სურათი ისეთია, რომ საქართველოს ნაკრებისათვის ძალიან სასარგებლოდ და პოზიტიურად მიმდინარეობს მოვლენები. დარჩა მხოლოდ 2 თვე....
ანესთეზეოლოგი
23 იანვარი 2020 10:21
1
თემურ ქეცბაიას ფახბურთის მოყვარულებმა ძეგლი უნდა დაუდგან. მასეთი პატრიოტი არც ნაკრებში თამაშის დროს ყოფილა და არც მწვრთნელობის დროს.
irakli
23 იანვარი 2020 09:47
2
ვერ დაგეთანხმები თავს არც ფეხბურთელობის დროს ზოგავდა ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და არც ახლა მწვრთნელობის დროს ზოგავს თავს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
23 იანვარი 2020 11:25
0
დიდება ქეცბაიას, დიდება!
aburjga
23 იანვარი 2020 09:35
1
ქეცბაია მართალი, პატრიოტი, პროფესიონალი და პირდაპირი კაცია!!! დიპლომატიაში მოიკოჭლებს ცოტას, თორემ ამაზე მაგარი და საქმის გამკეთებელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი არავინ იქნებოდა.
ირაკლი
23 იანვარი 2020 09:35
1
ჯანო დიდი ფეხბურთელი არასოდეს არ ყოფილა, ახლა ნუთუ მეტეს (27 წლის ან იქნებ უფრო მეტის) თუმცა ხელი მოემართოს, წველოს ბერძნები.
დათო
23 იანვარი 2020 09:31
12
ჯანოს დედა რუსი ყავს და გასაკვირი არაა,რომ რუსულად იყოს აღზრდილი,მაგრამ რაც მთავარია გული აქვს ქართული!
zura
23 იანვარი 2020 08:45
4
ძალიან კარგად მახსოვს ქეცბაია როცა ნაკრების მწვრთნელი იყო , ყველა გადაცემაში პირში ვარდებოდნენ ჟურნალისტები და კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ, დღევანდელი მწვრთნელისგან განსხვავებით. ნეტავ დღეს თუ ხედავს ის ხალხი, თუ რაოდენ დიდ საქმეს აკეთებს ქეცბაია საკუთარი ქვეყნისთვის და უგუნდოთ დარჩენილი ქართველი ფეხბურთელები თავისთან მიყავს, რისთვისაც მადლობის მეტი სხვა სათქმელი არ გვაქვს ამ კაცისთვის. ჯანოს წარმატებებს ვუსურვებ და მაღალ დონეზე თამაშს.
ფეხბურთი
23 იანვარი 2020 05:35
0
ალალი და მართალი ადამიანები უჭკუო უმრავლესობის მიერ ყოველთვის იჩაგრებოდნენ, მაგრამ მათი სიდიდე იმაშია რომ არც სიმართლეს ღალატობენ და არც უჭკუოების აზრი ანტირესებთ... ქეცბაია მთელი გულით და სულით არის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი და ამის არ დანახვა შეუძლებელია თუ საერთოდ რაიმეს დანახვა შეგიძლია. ძალიან მარტივად შეუძლია ჩვენი ბიჭების დონის ფეხბურთელები სხვაგან იშოვოს მაგრამ ჩვენები წაიყვანა (დავიწყებული დაუშვილო ფეხბურთს დაუბრუნა) ათამაშებს და ამით საქართველოს ნაკრებს ეხმარება თან გააზრებულად ეხმარება, აბა ეხლა ამ დროს, იანვარში ბროლის ჯანოს ვინ წაიყვანდა გუნდში? 260 000 000 ლარი პირადა შენთვის რო მოეცად თემურ თავს დავდებ ჩვენი ფეხბურთისთვის უფრო მეტი გაკეთდებოდა ვიდრე დღეს არის ან 2021 იქნება გაკეთებული.. ჩვენი ნაკრების ევროპაზე გასვლა შენი დამსახურება უფრო იქნება ვიდრე ამათი (ვაისს არ ვგულისხმობ) დიდი მადლობა თემურ!!!
გიორგი
23 იანვარი 2020 02:55
5
გეთანხმები რომ კარგი კაცია ქეცბაია და სამშობლოც ალბათ უზომოდ უყვარს, მასსა და ნაკრების ევროპაზე გასვლას შორის რა კავშირია? თუ ფეხბურთელების ანორთოსისში წაყვანას გულისხმობ, იქიდან ნაკრების ძირითადში მხოლოდ ლორია თამაშობს. არ მგონია დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში ჯანო ძირითადში მოხვდეს, თუ სასწაულ ფორმაში არ იქნება. დაუშვილს არ უთამაშია, კაჭარავა ისედაც იყო ანორთოსისში, ოქრიაშვილსაც ფაქტიურად არ უთამაშია შესარჩევი. ზოგადად სამშობლოზე შეყვარებული კაცი თავის ქვეყანაში ხსნის ბავშვთა საფეხბურთო სკოლებს, ( და არა სხვა ქვეყანაში) ფულს თავის ქვეყანაში ხარჯავს და თავის ცოდნასაც ქვეყნისთვის იყენებს. მე ასე გამიგია, რა ვიცი
გიორგი-ს
23 იანვარი 2020 09:11
30
კარგი ბიჭი ხარ ჯანო, მაგრამ რუსულად რატომ, რატომ? ისე კი, წარმატებას გისურვებ, რა თქმა უნდა.
ემზარი
23 იანვარი 2020 01:49
7
მაგარია ექვსი ქართველი ერთად,მაგრამ ჯანო იქ რუსულად რატო საუბრობს მაგარი გამიტყდა ქართულად ვიცი რო საუბრობს მშვენივრად, წარმატებები ანორთოსის
irakli
23 იანვარი 2020 01:19
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული