ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ბექა მიქელთაძე "რუბინს" დატოვებს

AutoSharing Option
inkazan.ru-ს ცნობით, თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე "რუბინს" დატოვებს.

გამოცემის მტკიცებით, ყაზანური კლუბი მიქელთაძეს ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაუწყვეტს. ბექა "რუბინმა" თურქულ შეკრებაზე კი წაიყვანა, მაგრამ პოლონურ "ლეხიასთან" ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

Transfermarkt-ის მონაცემებით, მიქელთაძის სატრანსფერო ღირებულება 600 ათასი ევროა, "რუბინში" 2019 წლის ზაფხულში გადავიდა და ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, "რუბინში" ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და რუსეთის მოქალაქე ნიკოლაი ყიფიანი თამაშობენ.

altბექა მიქელთაძე: ბოლოს და ბოლოს, სახლში ვითამაშებთ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ

altყოჩაღ, ბიჭებო - ბექა მიქელთაძემ კაცნაკლულ "რუბინს"

გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

altბექა მიქელთაძემ "რუბინთან" ერთსეზონიანი კონტრაქტი გააფორმა

alt"ანორთოსისი", თემურ ქეცბაია, "რუბინი" და მამუკა ჯუღელი - ინტერვიუ ბექა მიქელთაძესთან