ყოჩაღ, ბიჭებო - ბექა მიქელთაძემ კაცნაკლულ "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ივლისს ქართველების "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვში "დინამო" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

მწვრთნელმა შარონოვმა სასტარტო შემადგენლობაში ქართული ტრიოდან კვლავ მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი დააყენა, 36-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბაშკიროვს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები არ გატყდნენ.

შესვენების შემდეგ ბექა მიქელთაძემ ისლანდიელი კიარტანსონი შეცვალა, რომელიც ორიოდ დღის წინ "როსტოვიდან" იჯარით აიყვანეს. ხვიჩა კვარაცხელია 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ბოლოს ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო მასპინძელი და
ვინ სტუმარი, ვინ იყო კაცნაკლული და ვინ არა, რადგან ყაზანელებს იერიში-იერიშზე მიჰქონდათ და შედეგსაც მიაღწიეს - ბოლო წუთზე მიქელთაძის წამოწყებული და კვარაცხელიას გაგრძელებული კონტრშეტევა თავად ბექამ დააგვირგვინა.

ასე და ამგვარად, "რუბინი" მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სახლში 4 ქულით ხელდამშვენებული ბრუნდება - პირველ ტურში "ლოკომოტივთან" კვარაცხელიას გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.

ნუ დაგავიწყდებთ, რომ ეს გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა შეიქმნა და ქართველი ლეგიონერები მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც გუნდში არიან. ვერაფერს იტყვი, მათი დებიუტი მართლაც შთამბეჭდავია.

მოსკოვი. "ВТБ არენა". 17 135 მაყურებელი
დინამო - რუბინი 0:1
გოლი: მიქელთაძე (90+3)

altchampionat.com: ქართველმა ჯიგიტებმა და სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

alt"ანორთოსისი", თემურ ქეცბაია, "რუბინი" და მამუკა ჯუღელი - ინტერვიუ ბექა მიქელთაძესთან

altზურიკო დავითაშვილი "რუბინში" გადავიდა [VIDEO]

 

alt"რუბინის" მწვრთნელები ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში არდაყენებას განმარტავენ
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 23 /
გიორგის პასუხი ჩემს კომენტარზე----არ მოგწონს რომ ქართულმა გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვება ევროპის ლიგახე და კარგი ახალგაზრდა ფეხბურტელები რო გამოგვიჩნდა. სულ ესაა შენი კომენტარების მოტივაცია, სხვა არაფერი. წერე და იკითხე. ბატონო გიორგი,თქვენ ცდებით!ან არ ცდებით და ხართ ფეხბურთან დაახლოვებული პირი და საზოგადოების გაბოთავების მომხრე,რადგან გინდათ იოლად ფულის შოვნა.ვინ გამოჩდა რა გამოჩდა??? ჩაწყობილი თამაშებიდან რა მოტივაცია უნდა გქონდეს??? ორივე ხელს ავწევ და ბოდიშს მოვიხდი თუ როგორც თქვენ ამბობთ-ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და იქაც წარმატებულად ითამაშებენ!(და არა ისე,როგორ თბილისის დინამო პატარკაციშვილის ფულით მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე და მერე ჩაი--ა!)
გიოშა
14:37 22-07-2019
2
ვუყურე თამაშს, და რავი ძმაო, ქართველები ხომ მაგრები გვყავს, მარა ზოგადად რუბინი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს, 10 კაციანი გუნდი მთელი მეორე ტაიმი ისე ეთამაშა 11 კაციან დინამოს, რომ გასაკვირი არაფერია. გოლამდეც კარგი შანსი ჰქონდა მიქელთაძეს, 2 კაცს გადაუგდო ბურთი თავზე და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მარა მცველი დაეწია მერე. შემდეგ თამაშებში სამივე ქართველი ძირითადში...
ლაშა
12:29 22-07-2019
1

სიახლეები პოპულარული