"რანდერსი": ლობჟანიძე გავყიდეთ და ძალიან გავიხარეთ - ჩვენი მიზანი მუდამ მოგების ნახვაა

AutoSharing Option
"საბა ლობჟანიძე "ანკარაგიუჯიუში" გადავიდა, - ამის თაობაზე ინფორმაცია "რანდერსმა" თავისი ვებგვერდით გაავრცელა:

საბა "ანკარაგიუჯიუში" გაიყიდა

"რანდერსში" 91 მატჩში 32 გოლის ავტორი ლობჟანიძე თურქულ გუნდში გადავიდა, რომელსაც შემტევი სჭირდებოდა. კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და ის ძალაში მყისიერად შედის.

"მიზანი ყოველთვის საბას გაყიდვა და მოგების ნახვა იყო, რამეთუ ზაფხულში კონტრაქტი უმთავრდებოდა. ჩვენ ეს შევძელით და ძალიან გახარებულები ვართ. რა თქმა უნდა, სპორტული თვალსაზრისით დავზარალდებით და გუნდს ძალიან დააკლდება, ვინაიდან უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენი ლიდერი იყო. მიუხედავად ამისა, ვთვლით, რომ ძლიერი გუნდი შევკრიბეთ, რათა
ფინალურ ექვსეულში მოვხვდეთ", - ამბობს კლუბის კომერციული დირექტორი სერენ პედერსენი.

ჩვენ საბას თავდადებისთვის მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ.

"ანკარაგიუჯიუს" ლობჟანიძის შეძენა ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თურქეთის ჩემპიონატში უფრო მეტი გასაქანი ექნება მარტო გალათასარაის უფრო მეტი ბიუჯეტი აქვს ვიდრე ყველა დანიურ კლუბს ერთად იქ 4-5 ისეთი კლუბია სადაც თამაში არაა ურიგო საბა თან ისედ კლუბში გადავიდა სადაც წესით ძირითადში უნდა ათამაშონ და იქ კარგი თამაშით დიდი შანსია მაღალი დონის იგივე თურქულ კლუბში გადავიდეს ანდა ევროპაში გაგრძელოს კარიერა ახლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული გაჩნია სეზონის ბოლოს როგორი შედეგები ექნება წარმატებები საბას.
გიორგი
31 იანვარი 2020 13:42
1
როგორც ვიცი ნახევარწლიანი კონტრაქტი აკავშირებს თურქულ კლუბთან. წარმატებები საბას და შემდგომ უკეთეს ჩემპიონატში და უკეთეს გუნდში გადასვლას ვუსურვებ!
მერაბი
31 იანვარი 2020 12:04
0
დანიის ჩემპიონატს კი ჯობია
gio
31 იანვარი 2020 10:30
1
ვიყიდე-გავყიდე,რაა მონათა ბაზრობაა.
დათო
31 იანვარი 2020 09:56
2
ასეთი სამარცხვინო განცხადება საქართველოშიც კი არავის გაუკეთებია. საბას გაყიდვით გაიხარეს! რა საცოდავი გუნდი ყოფილა, თავის კომერციული დირექტორიანად :( ანკარაგიუჯიუში რა გინდოდა საბა! ეხლა უნდა დაუმტკიცო ყველას, რომ ევროპის რომელიმე ძალიან კარგ გუნდში თამაშის ღირსი ხარ! წარმატებები, გგულშემატკივრობ!
გადასარევი გიორგი
31 იანვარი 2020 04:12
1
მართლა რა., რა ჯადო სჭირს ქართულ ფეხბურთს რა ვერცერთმა ფეხბურთელმა ვერ გაიხარა.
კობა
31 იანვარი 2020 01:27
0
ვერ ვიტყვით რო უკეთეს გუნდში გადავიდა. წარმატებები უკეთეს გუნდში გადასვლა შემდგომში
Lasha
31 იანვარი 2020 00:19
1
ამის შემდეგ, რა წარმატებაზე შეიძლება ისაუბრო? თურქული, კლუბი ვალებში იხრჩობა და ბოლოდან მეორე ადგილზეა, ანუ ვარდება. რა ხელფასს აძლევენ ასეთს? არა მგონია. დარჩენილიყო, რანდერსი ფორმაში იყო, შეიძლება ევროპა ლიგაზეც ეთამაშა ჯგუფში, და მერე კარგი ევროპული გუნდიც იყიდდა, უნდა გაეგრძელებინა კონტრაქტი 1 წლით მაინც. ახლა თურქეთში რა პერსპექტივა აქვს? ნული, ვაი ჩვენს პატრონს. არაფერი არ გვეშველება, არაა
vaso
30 იანვარი 2020 23:54
8
მეგობარო 3 წელი იყო რანდერსში ალბათ აღარ ღირდა გაჩერება
გიორგი კაჭკაჭიშვილი
31 იანვარი 2020 07:44
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული