ჩოგაძემ ისევ გაიტანა - "ოლიმპიკმა" შეკრებაზე 10-დან 9 მატჩი მოიგო

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამოს" დამარცხების (1:0) შემდეგ, დონეცკის "ოლიმპიკმა" ყაზახეთის "კაისარსაც" მოუგო - 2:0.

ამ შეხვედრაში დონბასური გუნდის სასტარტოში იყო ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე, რომელიც მე-40 წუთზე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მოატყუა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ჩოგაძე 75-ე წუთზე შეცვალეს. მან თავის ახალ გუნდში 3 გოლი გაიტანა.

ამით "ოლიმპიკმა" თურქული შეკრება დაასრულა, სადაც 10-დან 9 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული