21 წლის ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე კარიერას დონეცკის "ოლიმპიკში" გააგრძელებს.
დონბასურმა კლუბმა ჩოგაძეს 1.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
"გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა. უკვე ყველა გავიცანი, თანაგუნდელებმა ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. გულღია და მხიარული ბიჭები არიან.
არა მგონია, ადაპტაციასთან დაკავშირებით პრობლემები შემექმნას. სასიამოვნო იყო, რომ გუნდის კაპიტანი დიმა გრიშკო მოვიდა და პირადად გამეცნო.
ყველაფერს გავაკეთებ, რათა კლუბის ხელმძღვანელობის, სამწვრთნელო შტაბის და გულშემტკივრების ნდობა გავამართლო. მოხარული ვარ და ყველას მივესალმები", - განუცხადა ჩოგაძემ კლუბის საიტს.