business-gazeta: კვარაცხელია შეკრებაზე საუკეთესო იყო და შეიძლება წამყვანი ფიგურა გახდეს

AutoSharing Option
business-gazeta.ru-ზე ჟურნალისტმა ვლადისლავ ზიმაგულოვმა წერილი გამოაქვეყნა შეკრებაზე მყოფი "რუბინის" შესახებ და ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებულად შეაქო. შეგახსენებთ, ბელარუსის "სლავიასთან" მოგებულ საკონტროლო მატჩში (5:0) ხვიჩამ საჯარიმოდან გაიტანა გოლი, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვარაცხელია შეკრების საუკეთესო მოთამაშეა

კვარაცხელიას რომან შარონოვის მწვრთნელობის პერიოდშიც ჰქონდა პირველ წრეში გამონათებები, მაგრამ ისევე, როგორც დავითაშვილს, სტაბილურობა აკლდა. სლუცკის ხელმძღვანელობით, კვარაცხელია შეკრებას თამამად ატარებს და საწვრთნელი პროცესიდან არ ვარდება. ბევრ ფეხბურთელს მიკროდაზიანების გამო ორი კვირა გაუცდა, ხვიჩა კი საერთო ჯგუფთან ერთად მუშაობას ცდილობდა.

სლუცკი მას სხვებზე მეტად
ეხუმრება: "ხვიჩა, შენ მეტად აღარ იტირებ? მოვილაპარაკეთ?", - მიმართა ერთ-ერთი პირველი ვარჯიშისას. შაბათს, ორმხრივი თამაშისას, კვარაცხელიას ფეხში მაგრად მოხვდა და დიდხანს ვერ წამოდგა. სლუცკიმ გამამხნევებელი სიტყვების და ყოველგვარი დანდობის გარეშე შეუძახა: "კვარა, შეგიძლია ოდესმე გამოხოხდე და ჩვენ გავაგრძელებთ!".

მწვრთნელს მისადმი არა აქვს რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება, როგორც დიდი ტალანტისადმი, რასაც ხშირ შემთხვევაში აქვს ადგილი ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი.

მეორე წრეში კვარაცხელია შეიძლება შეტევაში გუნდის წამყვანი ფიგურა გახდეს. სლუცკის ხელში ის თანდათან უმატებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, ბურთით უფრო ჭკვიანურად მოძრაობს. ცრუ მოძრაობა ცრუ მოძრაობისათვის მისთვის დამახასიათებელია, თუმცა, უკვე ნაკლებად. "სლავიას" საჯარიმოდან შესანიშნავი გოლი გაუტანა და საერთოდ, კარგად გამოიყურებოდა. ეს პირველი მატჩია, სადაც ხვიჩამ ასეთ დონეზე ითამაშა, თუმცა შეკრებაზე "რუბინის" მოწინააღმდეგეები საშუალო დონისანი იყვნენ.

შეკრებაზე ზოგიერთი ფეხბურთელი დაშავდა და მომზადება სრულფასოვნად ვერ შეძლო: ურემოვიჩი, დავითაშვილი და იგნატიევი. ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ შეკრებაზე დამსახურებული შეფასება შეიძლება სეზონისას შეიცვალოს. რამდენიმე წლის წინ "რუბინში" შეკრებების მეფე ვლადიმირ დიადიუნი იყო. მას სპარინგებში ბევრი გოლი გაჰქონდა და ურიგოდ არ ირჯებოდა ორმხრივ თამაშებში, შემდეგ კი, სეზონისას, თავს ვერაფრით წარმოაჩენდა.

"რუბინს" სეზონი ზუსტად 2 კვირის შემდეგ დაეწყება - გასვლაზე "ტამბოვთან". ბევრად რთული იქნება და ჯერ უცნობია, მზადაა თუ არა გუნდი სხვა დონეზე წინააღმდეგობის დასაძლევად.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ორივე კარგი ბიჭია და მაგრად ტეხავს რო რუსეთში თამაშობენ. იმედია მალე გადავლებ ევროპაში კატგ გუნდებში სათამაშობ. წარმატებები
გულშემატკივარი
23:54 17-02-2020
3
ძალიან კარგი ბიჭები არიან და წარმატებები მათ მაგრამ მე მინდა ვთქვა და ჩემი აზრი დავაფიქსირო რომ ხშირად ქართველი ჟურნალისტები ზედმეტად გაბერილ სტატიებს წერთ ქართველ ფეხბურთელებზე არ შეიძლება ამდენი ქება დიდება პიარი და რეკლამა ამ ასაკში ეს ფეხბურთელებს წყენთ და დადებითად არ მოქმედებს მათზე ჩანტურია ყენია ანანიძე მარცვალაძე ილურიძე და ბევრი სხვაა ქებამ და დიდებამ არ იმოქმედა მათ საკლუბო კარიერაზე ყველას გვიხარია ქართველი ფეხბურთელების კარგი თამაში მარა ზედმეტი პიარი არაა საჭირო! მართლა მგონია რომ მალე იმასაც დაწერთ რომ მაგ ჩაკვეტაძემ პასი გააკეთა ბურთი მიიღოო მარაზმია ეს!
გიორგი
02:30 18-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული