ყაზანის "რუბინი" ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსის პრემიერლიგის გუნდ "სლავიას" შეხვდა და მატჩში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ ლამაზი საჯარიმო დარტყმით გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში ზურიკო დავითაშვილმა დააფიქსირა - 5:0.
ხვიჩამ შეხვედრის პირველ ნახევარში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ზურიკო მატჩის მეორე ტაიმიდან გამოვიდა მოედანზე. თუმცა, სასიხარულოა, რომ გოლის გატანა ორივე მათგანმა მოახერხა.
ხვიჩამ ანგარიში შეხვედრის მე-12 წუთზე გახსნა.
ხოლო ზურიკომ შეხვედრის ბოლო გოლი 86-ე წუთზე გაიტანა.