"ანორთოსისის" "ეთნიკოსთან" 0:5 მოულოდნელად განადგურება მისმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემდეგნაირად ახსნა.
"პირველ რიგში, პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც მწვრთნელი. წარმატებული სამუშაო შვიდ თვეში ჩავატარეთ, დღეს კი წავაგეთ. წაგებით და ფეხბურთელთა ასპარეზობით იმედგაცრუებულნი ვართ. ეს სირცხვილია. გუნდი ისევ ლიდერია და მძიმე მარცხზე რეაქციას ველი. ახლა თასზე "სალამინასთან" განმეორებითი შეხვედრა გვაქვს (პირველი მატჩი 1:1 დასრულდა). ნახევარფინალში უნდა გავიდეთ.
მეტოქეს ჩვენზე გაცილებით მეტად სურდა გამარჯვება. წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან პირველ ადგილზე ვართ. როდესაც კონცენტრირებული არ ხარ, გგონია, ადვილად მოიგებ. ჩემპიონატზე ადვილი თამაშები არ
არის. ფეხბურთელებს ვესაუბრე და მათ ყველაფერი ესმით. რაღაც-რაღაცები უნდა გავაკეთოთ და თავი ხელში ავიყვანოთ. დღეს სილა გაგვაწნეს. შესაძლოა, ეს უკეთესიცაა. ჩვენ სუპერგუნდი არა ვართ. ბრძოლაა საჭირო.
მეტოქის გამარჯვებას არ ვაკნინებ. ასე ხდება, როდესაც საქმეს არასერიოზულად მიუდგები", - ციტირებს ქეცბაიას goal.philenews-ი.