ქეცბაია: სილა გაგვაწნეს და შეიძლება ეს კარგიცაა

AutoSharing Option
"ანორთოსისის" "ეთნიკოსთან" 0:5 მოულოდნელად განადგურება მისმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ შემდეგნაირად ახსნა.

"პირველ რიგში, პასუხისმგებელი მე ვარ, როგორც მწვრთნელი. წარმატებული სამუშაო შვიდ თვეში ჩავატარეთ, დღეს კი წავაგეთ. წაგებით და ფეხბურთელთა ასპარეზობით იმედგაცრუებულნი ვართ. ეს სირცხვილია. გუნდი ისევ ლიდერია და მძიმე მარცხზე რეაქციას ველი. ახლა თასზე "სალამინასთან" განმეორებითი შეხვედრა გვაქვს (პირველი მატჩი 1:1 დასრულდა). ნახევარფინალში უნდა გავიდეთ.

მეტოქეს ჩვენზე გაცილებით მეტად სურდა გამარჯვება. წესით, პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან პირველ ადგილზე ვართ. როდესაც კონცენტრირებული არ ხარ, გგონია, ადვილად მოიგებ. ჩემპიონატზე ადვილი თამაშები არ
არის. ფეხბურთელებს ვესაუბრე და მათ ყველაფერი ესმით. რაღაც-რაღაცები უნდა გავაკეთოთ და თავი ხელში ავიყვანოთ. დღეს სილა გაგვაწნეს. შესაძლოა, ეს უკეთესიცაა. ჩვენ სუპერგუნდი არა ვართ. ბრძოლაა საჭირო.

მეტოქის გამარჯვებას არ ვაკნინებ. ასე ხდება, როდესაც საქმეს არასერიოზულად მიუდგები", - ციტირებს ქეცბაიას goal.philenews-ი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ტურში აპოელმაც წააგო და საერთოდ 2-3 ტურის წინ ოთხივე ფავორიტმა წააგო კვიპროსში.საერთო ნამრავლი 4000 კუში იყო დაახლოებით
კახი კახა
25 თებერვალი 2020 01:57
0
ბატონო თემურ! მაიმც მგონია რომ ქართულ საქმეს აკეთებთ და ნაკრებს ეხმარებით!!!
გელა
24 თებერვალი 2020 11:39
0
აუუუუუუ ,,, რეალს და აიაქს გადაააყლაპეს ბურთი !!! და თან ცხვირზე ხელი მოუჭირეს ისე! და გუშინ ნაფტალინიდან ამოღებული ფეხბურთელებით შეკრებილმა გუნდმა, თუ წააგო, რა მოხდა მერე? ესეთი , გაუგონარი? დორტმუნდმა არ წააგოო? ამას წინეეებზეე?? ან ბარსელონასამ? ან მილანმა? ვააა არადა შუქი კაი ხნის მოსულია საქართველოში, და მაინც რატო ბნელა ვერ ვხვდები!!!!
Vasili
24 თებერვალი 2020 03:53
12
ერთი რისი თქმაც შემიძია ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ თორნიკე ოქრიაშვილის საკლუბო კარიერა ვერ შედგა იმ დონეზე როგორც ველოდით ის ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და აკეთებს მაქსიმუმს და ჯანო ანანიძე ყველამ ვიცით კარგ ფორმაში როგორი ფეხბურთელიცა და როგორი თამაშიც შეუძლია ერთი წაგება არაფერია მომავალში წარმატებები!!
გიორგი
24 თებერვალი 2020 03:17
2
ყომარობთ შენ და აპოელი თემურრ
კახი კახა
24 თებერვალი 2020 02:17
16
3 გოლი ლორიას ბრალი იყო, დაეტყო მაგას კიპრის ჭ კლასი. ალბატ მაკარიძეს დააყენებენ და სწორიც იქნება, დაუშვილი კიდე საყრდენი არაა? 5 ბურთი რომ გაგივა, ვაისა კიდე ამათ სანახავად დროს რატო კარგავს, ვერ ვხვდები, ამდენხანს თუ ვერ მიხვდა ვინ თამასობს და ვინ არა, რა მწვრთნელია ტო?
ზუუ
24 თებერვალი 2020 01:59
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული