ჩაკვეტაძის თამაში 5-იანით შეაფასეს, ქვილითაიასი 6-ით - ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს

AutoSharing Option
"გენტი" ორი მატჩის ჯამში "რომასთან" დამარცხდა (1:1, 0:1) და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა. ბელგიურ გუნდში განმეორებით შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია 66-ე წუთზე შევიდნენ შეცვლაზე. nieuwsblad.be აღნიშნავს, რომ ხანდახან გოლიათი დავითს ამარცხებს და ჯონათან დავიდს, ვადის ოჯიდა-ოფოეს და ჩაკვეტაძეს შეეძლოთ მომენტები უკეთ დაესრულებინათ.

ნამატჩევს კომენტარი "გენტის" მწვრთნელმა იეს ტორუპმა გააკეთა.

"ჩემი გუნდის გამო გული მწყდება. იმედგაცრუებულნი, თუმცა ამაყნი ვართ. ამ გუნდით რაღაც შესანიშნავის გაკეთება შეგვიძლია, ეჭვიც არ მეპარება. ისეთ მეტოქეზე მოვახდინეთ ზეწოლა, როგორიც "რომაა". ეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია.
ბევრი მომენტი შევქმენით, მიზანს კი ვერ მივაღწიეთ.

ჩემი ბიჭებით ვამაყობ. ვიცოდით, რომ მთელი 90 წუთის განმავლობაში დომინირებას ვერ შევძლებდით. ახლა ჩემპიონატზე უნდა გადავერთოთ".

Sportall.Ge

hln.be-მ "გენტის" ფეხბურთელების თამაში ასე შეაფასა:
კამინსკი 6, კასტრო-მონტესი 6, პლასტუნი 5 (ნიანგბო 80, შეფასების გარეშე), ნგადუ 5, მოჰამადი 6, ოვუსუ 6, კუმსი 6, ოჯიდა-ოფოე 6, ბეზუსი 6 (ჩაკვეტაძე 66, 5), დეპუატრე 4 (ქვილითაია 66, 6), დავიდი 7

ჩაკვეტაძე 5
ძალიან ხშირად ერიდებოდა მეტოქეებთან ორთაბრძოლებს. არავითარი დასამახსოვრებელი შოუ.

ქვილითაია 6
შესვლიდან პირველივე წუთებიდან ქართველმა რამდენიმე მოქმედება განახორციელა, მაგრამ ეს გოლის გასატანად ძალიან ცოტა იყო.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ყენიას არ ვიცი რა მოუვიდა მაგის ასაკში რა ტრავმა უნდა მიიღო სლავიაში ვერ ითამაშო? არ ქონდა ესეიგი ნიჭი.
ddgfdf
29 თებერვალი 2020 08:37
1
18 წლისა,უკვე საქართველოს ნაკრებში თამაშობდა.იყო შალკეს ძირითადის ფეხბურთელი და თანაბარ დროს აძლევდნენ მას და ივან რაკიტიჩს.გაიწყვიტა აქილევსის მყესი,გაუკეთეს ოპერაცია და სჭირდებოდა ხანგრძლივი რეაბილიტაცია,მაგრამ მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა,რომელსაც რკინის ფელიქსს ეძახდნენ ზღვარს გადასული დატვირთვების გამო,არ მოუსმინა ექიმებს და სრულ დატვირთვაზე შეაგდო ლევან ყენია.შედეგად ტრავმა განმეორდა და ლევან ყენიას დიდი ფეხბურთელობაც დასრულდა.მრავალწლიანმა მკურნალობამ,ბოლომდე მაინც ვერ გამოაჯანმრთელა და ახლა რასაც თამაშობს,კი ხედავთ.ივან რაკიტიჩი კი, რომ წლებია ბარსელონაში თამაშობს,ალბათ ეგ მაინც გეცოდინება.ლევანი თუ გამოჯანმრთელდა,ახლაც შეძლებს ნაკრების დახმარებას,დარწმუნებული ვარ.საოცარი ბიჭი იყო.
სოსო
29 თებერვალი 2020 10:09
0
დეპუატრემ ეს თამაში მთლიანად ჩააგდო. ფაქტიურად დადიოდა მოედანზე. თანაც ეს პირველი თამაში არაა როცა ასე დაბოდიალობს. ამის მიუხედავად, მწვრთნელი ჯიუტად მაინც დეპუატრეს აყენებს და არა ქვილითაიას. უცნაურია.
ისე არც ქვილითაია არ წყვეტს ვარსკვლავებს, მაგრამ აშკარად დეპუატრეზე მეტად მონდომებულია და მეტსაც მოძრაობს.
ჯერი
28 თებერვალი 2020 18:36
1
ფიზ მომზადების ტრინერი იმას არ ნიშნავს რომ ზედმეტად დატვირტოს, პროფესიონალმა იციცს რამდენი დატვირტოს, ყენია ტრინერმა განწირა და არა ფიზ მომზადების სპეციალისტმა
kaxa
28 თებერვალი 2020 17:54
1
ურჩიეთ ვინც ახლობლობთ, მაგარი ტეხნარია და ცალკე უნდა დაიქირავოს ფიზ მომზადების წვრთნელი, მარტო გუნდში ვარჯიში არ კმარა ევროპაში, კალადზემ იშრომა და მიაგწია, ჩვენი თაობის ვარსკვლავი ქინქლადზე დაიკარგა, კალადზესტან და არველადზესტან შედარებით
kaxa
28 თებერვალი 2020 17:44
1
ორთაბრძოლებში რომ არ შედის ძალიან , ეს გასაგებია და სულ არაა გასამტყუნებელი. კაცს ძირითადს არ აძლევენ და იმ 20 წუთში სულ არ უნდა გარისკვა ახალ გამოსულს ნაკრების თამაშამდე, მაგრამ რაც არ მომეწონა და იმედია ჩაკვე კითხულობს ამას, - ძალიან ვგულშემატკივრობ!- არის ის, რომ ბურთს არ ითხოვდა და შედიოდა სიღრმეში, ხშირად არ იხსნებოდა. ეგ ოყო ცოტა გაუგებარი. შეიძლება რამე ტორუპის დავალება იყო ასეთი, მარა ამ ტორუპს საერთოდ არ ესმის საგანი, ჩაკვე გყავდეს და დეპუატრით იწყებდე
გადასარევი გიორგი
28 თებერვალი 2020 17:37
2
გენტის თამაშს კლასი არეტყობოდა, ბევრი კი ირბინეს, მონდომებულები კი იყვნენ, ანუ დიდი ენერგია დახარჯეს, მაგრამ კლასი სულ სხვაა! რომამ კი ნაკლები ენერგიით მიაგწია სასურველ შედეგს. ჩაკვე დიდ ფეხბურთს მალე ითამაშებს!!!
Dato 77
28 თებერვალი 2020 16:00
3
ისე,ჯობია ცოტა კრიტიკულადაც შევხედოთ. ღმერთმა ქნას, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, თუმცა სალუქვაძეს რომ ეცით წინაზე და გათათხეთ,თანაც იმ სტატიაში მოკლე ვერსია იყო მოყვანილი,კაცმა გადაცემაში თქვა, რომ ვისზე ნაკლები ტალანტი იყოო ჰალილოვიჩი, ანდაც ბოიან კრკიჩიო? სად არიან ახლა ?? არსად,კრკიჩი მესიზე ცუდად არ თამაშობდა ვისაც გახსოვთ ეგ ბიჭი თავიდან ბარსაში.. ასე, რომ ჯობია წავიდეს ჩაკვე მაგ გუნდიდან,არც აძლევენ თამაშის შანსს ნორმალურად. ამდენი ხანი რეაბილიტაცია და ფორმაში ვერ შესვლაც ძალიან ცუდად აისახება.. ვინც უყურა თამაშს დამეთანხმება რომ თავის თავზე არ იღებს თამაშს ხშირად ჩაკვე, ურჩევნია სხვები გაიყვანოს დასარტყმელად,მაგრამ ისინიც ვერ ასრულებენ და ეგრე ფრთხილი თამაშით ვერ დაიბრუნებს სასტარტოს.. მეტად უნდა აიღოს საკუთარ თავზე!!
ზუზუ
28 თებერვალი 2020 15:50
2
სუსტი მწვრთნელია. ჩემპიონატში, ამ ზანგური ფეხბურთის წყალობით გადის. მოგება თუ უნდოდა, ჩაკვე და ქვილო თავიდანვე უნდა დაეყენებინა. აშკარაა რომ ეს ზანგის შვილები ერთმანეთს აპადდერჟკებენ და ქართველებს თავის გამოჩენაში ხელს უშლიან, ხოდა მწვრთნელი ამას უნდა ხედავდეს და ალაგებდეს. შედეგად გუნდი დაზარალდა. არაუშავს, ეგენი ორივე , ნაკრებში იტყვიან თავიანთ სიტყვას და გენტს სახვეწალი უნდა გაუხადონ. როგორც რანდერსი დარცა წაგებული საბასთან მიმართებაში, ეგრე უნდა დატოვო ეგენი ხახამშრალი. აგენტზეა დამოკიდებული
vaso
28 თებერვალი 2020 13:47
7
ეს არაა ჩაკვეტაძის დონის კლუბი, მითუმეტეს, რასაც დავაკვირდი, შეგნებულად არ აძლევვენ პასს თუ რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ კაპიტანმა მინიმუმ სამჯერ ჩაკვეს არ უპასა, პირველ თამაშშიც იგივე ხდებოდა და რა ვიცი, ღიირს მანდ დარჩენა? სულ სხვა დონის ფეხბურთელია ჩაკვე, ვიდრე იქაური ცხენები, იმ დევიდის და ტორუპის ჩათვლით
ბმბ
28 თებერვალი 2020 11:11
4
როცა ჩაკვე კარგ პოზიციაში იყო,ბურთი არც ერთხელ არ მისცეს და როცა მისცეს,რამდენჯერმე დასარტყმელი გადაცემა გაუკეთა პარტნიორს.ფეხზე რომ ორი კაცი გაზის და გაჩერებულზე გაძლევენ პასს,იქ შოუს დადგმა,ძალიან დიდი მოთხოვნაა.ის,რომ მას მხოლოდ 5 ქულა დაუწერეს,მოწმობს,რომ მისგან ძალიან ბევრს ელიან ჟურნალისტები,მაგრამ თვითონ ფეხბურთელები,მეტწილად არასწორ გადწყვეტილებას იღებდნენ შეტევის განვითარებაში.არაა გენტი ჭკვიანი გუნდი და ვერაფერს იზავ.სირბილი,ბრძოლა და სქემაა,მაგათი თამაში.ჩაკვეს სისწრაფე და სიმკვირცხლე არ დაუკარგავს და ესაა სასიხარულო,ნაკრებამდე კი ერთი თვე კიდევაა და უფრო მოუმატებს.ქვილითაია თავიდან კარგი იყო,მაგრამ მალევე გადავიდა ჩრდილში.რატომ ვერ დააწიოკეო,რომას კლასის გუნდი,ძალიან დიდი მოთხოვნაა,თანაც როცა არასდროს გაძლევენ დროულ პასს.
სოსო
28 თებერვალი 2020 09:56
5
მართალია ძამია,რაც გენტს აკლია,ეს არის დროული პასი ვინც უკეთეს მდგომარეობაშია.ესენი კიდევ კარში დარტყმას ცდილობდნენ უხეიროდ.
zas.
28 თებერვალი 2020 11:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული