ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ვრცელი ინტერვიუ მისცა Бизнес Online-ს და 1 კონტექსტში ქართველი ფეხბურთელები, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა.
"მომავალ სეზონში ვიბრძოლებთ თუ არა 5-ეულში მოსახვედრად? ძნელი სათქმელია. ერთია, როცა გუნდში სამგზის ჩემპიონი მოდის, რომელიც დიდი ხანია მაღალ დონეზე თამაშობს, მაგალითად, სემაკი, დომინგესი, ანსალდი; მეორეა, როცა გუნდში გყავს იგნატიევი, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ჯერ ვერ გაიხსნა და ვერ ვიტყვით, რომ ის აუცილებლად გამოიყენებს თავის პოტენციალს. იმავეს თქმა შეიძლება ამ ფეხბურთელებზე: ბაკაევზე, მაკაროვზე, დავითაშვილსა და კვარაცხელიაზე.
გარანტირებული
დონის მქონე ფეხბურთელების აყვანა ჩვენ არ შეგვიძლია. ამიტომ გადავწყვიტეთ, გუნდში ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი ბიჭები გვყავდეს, რომლებსაც შეუძლიათ გაიზარდონ და ძალიან ძლიერები გახდნენ, ისე, როგორც საკუთარი პოტენციალის რეალიზება ვერ მოახერხონ. ეს სხვა გზაა, გრძელი და საინტერესო. გვესმის, რომ ბევრი შეხვედრის ჩატარება ურთიერთგაგების ნაცვლად ხასიათის ხარჯზე მოგვიწევს", - განაცხადა სლუცკიმ.