ვაკო ყაზაიშვილმა გოლების სეზონი გახსნა - გურამ კაშიამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტის დილით ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე მატჩი გამართა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და საკუთარ მოედანზე "მინესოტა იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:5.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყაზაიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ვაკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, წინა მატჩისაგან განსხვავაებით ალმეიდამ გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა: ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანის შანსებიც კიდევ ჰქონდა.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ წაუვიდა თამაში საქართველოს
ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას. "მინესოტას" მიერ გატანილი 3 გოლი გურამის სინდისზეა. გურამმა სტანდარტული სიტუაციებისას ვერაფერი მოუხერხა სტუმრების ტანმაღალ მცველ ოპარას, რომელმაც, სხვათა შორის, კაშიას მოედნიდან გასვლის შემდეგაც გაიტანა გოლი.

"სან ხოსეს" განვლილი 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 27 /
Agvewyoba saqme eg tu atamashes dacvis centrshi
Zizu
08 მარტი 2020 10:28
2
არავისთან კამათს არ ვაპირებ და ეგეთ და თან ამდენი კომენტარის შემდეგ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები თუ როგორი დაუნდობელი არის ადამიანის ბუნება საერთოდ ...მაგრამ ტეხავს ის რომ ეგ სენი ჩვენ ქართველებს გაასმაგებული გვაქვს ზუსტად რომ ქართველების მიმართ თუ კი ოდნავ ვინმეს ფეხი დაუცდა და წაიბორძიკა ოდნავ...ეგრევე წაქცევაშიც ვეხმარებით და ზემოდან წიხლებით ვქოლავთ და თან ისე რომ არავის აღარ ახსენდება ამა თუ იმ პიროვნების დამსახურება ...აი თუნდაც ახლა რა მოხდა ეგეთი რომ ეს კაცი მიწასთან კი არ გაასწორეთ არამედ დამარხეთ მიწაში და ზემოდან ხორუმს ცეკვავთ ..?!?! კაცი ასაკშია ბაზარი არაა ...და ეტყობა სეზონის დასაწყისში მეორე თამაშისთვის ვერ მოასწრო ოპტიმალურ ფორმაში შესვლა და დაუშვა რამდენიმე შეცდომა ამის გამო როგორ შეგიძლიათ ეგრე ჩაქოლოთ ფეხბურთელი ...არა რა ნაკრებში რომ მოსვლოდა კიდევ ხომ ...მაგრამ აქ დაცვა და საყრდენები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და აზღვევენ ერთმანეთს ( რასაც ვერ ვიტყვი კლუბში ) ასე რომ ხალხნო გაიგეთ და მიხვდით იმას ერთხელ და სამუდამოდ ...რომ საქართველოს და საერთოდ ქართველობას არცერთი არც ფეხბურთელი და არც სხვა მოქალაქე არ ყაცს დასაკარგი და ჩასაქოლი ყველას პატივისცემა და მოფრთხილება უნდა ...ის მაინც არ გაგიათ შენი მკვდარი შენივე სათრევია და შენივე დასამარხი ...!!! თუ რა იყო მტრები შემოგველია ირგვლივ სანამ ერთმანეთის დაფასებას არ ვისწავლით სხვა ამის შემხედვარე მითუმეტეს დაგვადებს ...კი ბატონებო ძაან გაავს დემაგოგიას და მოცვეთილ ფრაზებს ....მაგრამ ერთმანეთის ჭამაც და მტრის ამით გახარებაც ამოვიდა რააა ....!!!!
Auee
08 მარტი 2020 18:39
9
რას წერ თვითონ თუ იცი, რას ქვია ჩაქოლვა და დამარხვა? ფორმაში არ არისო თვითონაც წერ, ხოდა ნაკრებში რა უნდა? ქვეყნიდან დაძევებას კი არ ვითხოვთ შე კაი კაცო, ნაკრებში ფორმაში მყოფი ფეხბურთელებია საჭირო. ნუ გამოხვალთ ხოლმე გენიოსები და სხვებზე გულისხნიერები.
G.LA
09 მარტი 2020 10:04
0
ცოტა გადაჭარბებული შეფასებაა, მარტო კაშიას შეცდომაც არ იყო, ზოგადად საზიზღარი დაცვაა
გუგა
08 მარტი 2020 15:59
3
რა გინდათ კაშიასგან? კარებში მეორე მეკარედ ჩამდგარიყო?
ვაჟა
08 მარტი 2020 13:34
13
კარგი აზრია. კარებში ორი მეკარე დავაყენოთ - მაკარიძე და ლორია.
კაშია კი ბელარისის ნაკრების კარში.
კონსტანტინე
08 მარტი 2020 15:43
1
ეს 2 ნაკრებიდან ძააან შორს
Jeyjey
08 მარტი 2020 10:37
19
ვაკოს დონის შემტევი ნაკრებს არ ჰყავს
ყიფო
08 მარტი 2020 20:42
4
მაკარიძე კარებში და კაშია ზამენაზე.
მაგრამ არამგონია ვაისამ გაიგონოს :)

ძირითად შემადგენლობაში იქნება ლორია, კაშია, ანანიძე, ოქრიაშვილი, ჯიღაური :) დარომედინები ინვალიდი კიდევ :)
max
08 მარტი 2020 14:38
6
ლორია და ოქრი სასტარტოში იქნებიან, მაგრამ კაშიას, ანანიძის და ჯიღაურისა რა მოგახსენო.
ანესთეზეოლოგი
08 მარტი 2020 14:57
0
ოკ, უბრალოდ გიპასუხებ (მდააა), არ ვიცი გამომიქვეყნებენ თუ არა,/ ჯერ ესერთი არაა პრობლემა, ვისაც სურვილი აქ დამირეკოს!!! და მეორე , ბერბიჭაშვილი ნამდვილად არ ვარ, მიუხედავად იმისა ქვეყანა თუ გაივსო, თუ გამიცნობ როდისმე, მიხვდები. / მართლა გულაწრფელად ვამბობ და არ ვარ ჩასაფრებული გულშემატკივრის პოზიციიდან, ყაზაიშვილმა ანანიძეს პასი რომ არ მიცა, ერთი კომეტარი იყო რომელიც ამ ბიჭს დაუდგა გვერძე და ეგ მე ვიყავი, იმიტომ რო შეუცდომელი არავინაა და მართლა ჩაქოლეს ლამის, ცალკე ჟურნალისტებმა და ცალკე გულშემატკივრემა, მაგრამ იცი რა არი? აი ირლანდიაში რო ვნახე ეს ბიჭი როგორ ემზადებოდა მეორე ტაიმში შესასვლელად , ანუ როგორ იპარავდა ვარჯის, ეგრე უგულოდ უბანშიც კი არ ვთამაშობდით, მე იმის თქმა მინდა რო ვერ არიან ამ თამაშისთვის მზად, ეს ჩემი აზრია, კაშიას რაც შეეხება , კაცი იძახის თავის პირით , რომ ნემსებით თამაშობს, ეხლახან დაიწყო ზესონი, ასაკიდან გამომდინარე უჭირს სისწრაფე და სწრაფად ფორმაში შესვლა, და აი ამის გამო რისკი იქნება მაგის ძირითადში დაყენება, / თვითონ უარს ვერ იტყვის , იმიტომ რომ სპორტსმენია და მისი ცხოვრებაა ასეთი, დაუძახებენ უნდა მოვიდეს, მეორე ამბავია რამდენად გააართმევსს თავს../ ეს იყო და ეს. ( იმედია შენ თვითონ მიმიხვდი რასაც ვწერ... ) წარმატებები და კარგად იყავი...
Vasili
09 მარტი 2020 00:48
0
ახლა ნაკრებში რაიმეს შეცვლას აზრი არ აქვს. ბიჭების მეტი რა გვყავდა, რომლებსაც პრაქტიკა აქვს და გვყავს კიდეც ,ყველა პოზიციაზე, ახალი სახეებიც, მაგრამ ეგენი კაი ხნის წინ უნდა მოეწვია და როცა შესარჩევი დაიწყო, აი მაშინ უნდა დაეკომპლექტებია ახალი გუნდი, ვერ შეძლო, ან რაც უთხრეს და ვინც უთხრეს, ის გამოიძახა. კაშიაც და ოქრიც, კანკავაც, კვირკვეც, ლორიაც, ანუ ძველი გვარდია რა, ამ თამაშებს ითამაშებენ და თავსაც დადებენ, გავალთ სავარაუდოდ, ან ვერ გავალთ და მერე ღირსეულად გააცილებენ, აი ხომ გავიყვანეთ ნაკრები ევროპაზეო და მეტი აღარც აინტერესებთ. ესაა ჩვენი უბედურება. შე კაცო დრო გაქვს, ბიჭები გყავს, მოიყვანე რა, გააკეთე ახალგაზრდული გუნდი, შექმენი კონკურენცია, მონახაზი, საშინაო დავალება, რა ეტყობა ამათ მწვრთნელის ხელი? აღარც ღირს წერა. არ ვიცი 50 ნა 50, რომ იტყვიან, მხოლოდ სტადიონის უპირატესობა გვაქ და სტადიონი გაიჭედება და ცუდად მაქვს დაცდილი ასეთი სტადიონი. გუნდს ჯერ გადამწყვეტი თამაში არსებობის ისტორიასი არ მოუგია. ისე კაი კუში კი ექნება ბელორუსს. ხოდა მაინც მთავრდება ამათი პესნია, პო ბოლშომუ და რავიცი, მარა ეგენი უნდა დამარხო დინამოზე, თუ ვერ გავიდნენ. ვაისას რას ვერჩი, არ ჰკიდია? ფულს არ მაძლევენო, ის დაიწუწუნა.
vaso
09 მარტი 2020 01:17
1
თვითონ არ წავა ვაისი, რა ანაღვლებს, საქართველოში ორ-სამ თვეს ატარებს და დანარჩენი სად დაბოდიალობს ღმერთმა უწყის. ვაისი ერთა თასზე გასვლის შემდეგ მაშინვე უნდა მოეხსნათ, მწვრთნელის ხელი რომ არ ეტყობოდა ნაკრებს აშკარა იყო. ეს იმ ერთი ფრის გაგორებამაც დაამტკიცა, ვისთან მცხვენია რომ ვთქვა. ევროპის ციკლი ახალ მწვრთნელს უნდა ჩაეტარებინა და გუნდსაც კარგად გაიცნობდა. გვიანია ეხლა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მაშინაც და მერეც ბევრჯერ დავწერე და ლამის ჩამქოლეს. ღმერთმა ქნას ვცდებოდე და ყველაფერი ისე კარგად დამთავრდეს, რომ ყველა ქართველი გაახაროს.
emigranti
09 მარტი 2020 02:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული