ჯანო ანანიძემ მძიმე ტრავმა მიიღო და ნაკრებს, სავარაუდოდ, ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ფამაგუსტის "ანორთოსისის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კვიპროსული კლუბისა და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო.

27 წლის ქართველმა "ანორთოსისის" ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან შეჯახებისას მიიღო ტრავმა. როგორც კლუბის განცხადებაშია ნათქვამი, ჯანოს მუხლის მყესი გაუწყდა და ჯერჯერობით უცნობია, თუ რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.

ფეხბურთელი "ანორთოსისის" ექიმების ყოველდღიური დაკვირვების ქვეშ იქნება და მისი დაბრუნების ვადა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დიდი ალბათობით, ჯანო ანანიძე საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა(ებ)ში ვერ დაეხმარება.


altქეცბაია: რატომ ვათამაშე ჯანო? - ვიცი მისი შესაძლებლობები და მნიშვნელობა!

მკითხველის კომენტარები / 27 /
ადმინ,წუხელ პოსტი გამოგიზავნეთ და გთხოვეთ,არ დაგებლოკათ.მაინც არ გაუშვით.ამ პოსტის გაშვება არაფერში მჭირდება და არც თქვენთვისაა სასურველი.წუხანდელი გაუშვით.არავის აყენებს შეურაცხყოფას და ცხელ გულზე,გულწრფელად დაწერილზე უკეთესად, ახლა ალბათ ვეღარ დავწერ.გთხოვთ.
სოსო
12 მარტი 2020 11:21
0
მეცოდება.. რომ შევხედოთ ვფიქრობ კარიერის დასრულების შანსი დიდი აქვს, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ტრავმები აქვს, პლუს ამას ტრავმის მერე ვერც ასწრებს ფორმაში შესვლას ისევ რომ ახალ ტრავმას იღებს.. რავიცი რა ვთქვა, ცოდვაა, თუმცა ეს ამდენი ტრავმა რის გამოა არვიცი,ალბათ მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელის არ იქნება,ბუნებრივად აქვს ისეთი ორგანიზმი ალბათ
ზუზუ
12 მარტი 2020 01:28
0
ის კი არ არის უცნაური ჯანომ რომ ტრავმა მიიღო, უცნაური ეს დამცინავი კომენტარებია მის მიმართ, რომ კეთდება და კეთდება ...

სასიხარულოა ტრავმა თუ სასაცილო? რა გულით წერთ ასეთ გესლიან კომენტარებს? ცოდოა ეგ ბიჭი და კიდევ ზედ ამატებთ?

თავისი არ ეყოფა? რაღაც შეეშალა, რაღაც არ გამმოუვიდა, ვიღაცამ დროზე ჭკუა ვერ დაარიგა, არ გაუმართლა, ვერ შედგა მისი კარიეარა და ამიტომ დავცინით?
იდალგო
12 მარტი 2020 00:28
1
ჭრელმა პეპელამ ისევ ტრამვა მიიღო?
მიხო
11 მარტი 2020 23:13
21
... ,,აფერუმ''
დათო
12 მარტი 2020 22:32
0
მიხო შენ ცოტა შიგ ხომ ....???!!! არ გრცხვენია ბიჭო???!!! ჯანოს და მისი ახლობლების ადგილზე ჩაგყვებოდი ბოლომდე და მართლა გაგაპეპლებდი!!! აფერუმ შენ ქართველობას, თუ საერთოდ ქართველი ხარ!!!
დათო
12 მარტი 2020 01:40
1
ჯანოსაც, დემბელეს ბედი ერგო, სულ ტრავმები. ასეთი ბედის ფეხბურთელები ნამდვილად ცოდოები არიან, დარწმუნებული ვარ ფსიქოლოგიურად რა ცუდ დღეში იქნება ჯანო. რა უნდა გისურვო, ბოლო ყოფილიყოს ჯანო შენთვის ეს ტრავმები და მალე დაბრუნებულიყავი მინდორზე.
kote
11 მარტი 2020 22:37
0
როგორც ფეხბურთელს ტრაგიკული ბედი ერგო. ძალიან შემებრალა!
aburjga
11 მარტი 2020 22:08
0
მე ქეცბაია შემეცოდა. მადლობა მაინც ჩემი როგორც რიგითი გულშემატკივრის მხრიდან რომ ნაკრების დახმარება სცადა
დავითი
11 მარტი 2020 20:17
2
წადი ჯანო ჩააბარე სადმე აღიარებულ მწვრთნელთა სკოლაში და ასე მაინც გამოადექი თავს და ქვეყანას, რას იზამ თავს ზევით ძალა არაა, ვან-ბასტენი სულელი კი არ იყო როცა მიხვდა, რომ საშველი არ იყო შეეშვა.
Kkk
11 მარტი 2020 17:41
5
მაგრად მეცოდება ადამიანური მხრიდან რაც შეეხება სპორტულს ალბათ წავა ფეხბურთიდან და მაგის ცოდვა მაგი ფიზ მომზადების მწვრთნელზე იყოს
samtredski
11 მარტი 2020 17:33
3
რა რეაქცია მქონდეს აღარ ვიცი, ანანიძის ტრამვებზე კაი ანეგდოტების მოგონება შეიძლება
აქაური
11 მარტი 2020 17:30
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული