ქეცბაიამ განმარტა, რატომ გამოუშვა დაუშვილი და ანანიძე საქართველოში

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის პაუზისას "ანორთოსისის" ქართველი ლეგიონერები ბუბა დაუშვილი და ჯანო ანანიძე საქართველოში კერძო თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ამაზე რადიო Super Sport FM 104.0-თან კომენტარი ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა.

"კარანტინისას ისინი ორი კვირით სახლში გავუშვი. დაბრუნდებიან და ვარჯიშს შეუდგებიან. დაუშვილის პრობლემა ის იყო, რომ ოჯახი სამშობლოში ჰყავს. მოვიდა ადამიანი ჩემთან და მითხრა, რომ ღამით არ სძინავს, რადგან მეუღლე და ბავშვები თბილისში არიან. უარს ვერ ვეტყოდი. ხომ არ ვეტყოდი, შენ კონტრაქტი გაქვს, არსად არ წახვიდე, აქ დარჩი-მეთქი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ფეხბურთში ზოგადად ხელფასების და ფეხბურთელთა ანაზღაურების საკითხები გადასახედია.
რაც გინდა მესი და რონალდო იყოს ფეხბურთელი, ფეხბურთის თამაშში წელიწადში 30 მილიონ ევროს არ უნდა უხდიდნენ. მარაზმია უბრალოდ. რაღაც ზღვარი უნდა დაწესდეს.
არც ანანიძეა შესაბამისად კერძო თვითმფრინავების და მილიონიანი ანაზღაურების ფეხბურთელი. ანანიძეს უნდა უხდიდნენ მილიონს და მეცნიერს,მასწავლებელს 500 დან 1000 ლარამდე?
გიორგი
22:57 24-03-2020
10
სტატიის ავტორს: თუ შეგიძლიათ გაარკვიეთ და სრული ინფორმაცია მოგვაწოდეთ, რომელ რიცხვში გადმოკვეთეს საზღვარი? მოთავსებულნი არიან თუ არა კარანტინში და სად იმყოფებიან?
ქომაგი
10:05 25-03-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული