ანდრო გიორგაძე: ფეხბურთის გარეშე ისე ვარ, როგორც თევზი უწყლოდ

AutoSharing Option
ლვოვის "კარპატის" ცენტრალურმა მცველმა ანდრო გიორგაძემ იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ემზადება კარანტინის პირობებში სახლში.

"მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ მიუხედავად თვითიზოლაციისა, ფიზიკურად ძალიან კარგ ფორმაში ვარ. ყოველდღე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, ტყეში დავრბივარ. თავისუფალ დროს სახლში მეუღლესთან ერთად ვატარებ, პერიოდულად ახლობლებს ვეკონტაქტებით.

მოსაწყენია თუ არა ცხოვრება ფეხბურთის გარეშე? ეს იგივეა, თევზს რომ ჰკითხოთ, როგორია ცხოვრება უწყლოდ. რა თქმა უნდა, ცუდია... მომენატრა ფეხბურთი, ვოცნებობ ვარჯიშების განახლებაზე და მინდა ბოლოს და ბოლოს თანაგუნდელები ვნახო.

მართალი გითხრათ, კარანტინს საკმაოდ მშვიდად შევხვდით. პანდემიაზე ბევრი ინფორმაცია მაქვს -
ჩემი მეუღლე სპეციალობით მოლეკულური ბიოლოგია. ამიტომ ვიცით, თავი როგორ დავიცვათ. კარანტინის აუცილებლობა მშვენივრად მესმის. მსურს ყველაფერი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ. ყველას ჯანმრთელობას და მოთმინებას გისურვებთ", - ციტირებს გიორგაძეს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული