ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
შოთა არველაძე,საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელია!ეს ფაქტია,რისი აღიარებაც ბევრ ჩვენთაგანს გვიჭირს...
....
30 აპრილი 2020 01:06
15
კი, კი, თამაშობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრები რომელიმე დიდ ტურნირზე გაიყვანეს?
ისიდორე
30 აპრილი 2020 00:09
22
მთავარი ისაა, რომ ნორმალური მწვრთნელი არ ყავდათ სტაბილურად. როცა მწვრთნელების ჩამოყვანა დაიწყეს გრძელვადიანად უკვე ფეხბურთელები აღარ იყვნენ.
ჯონდო
30 აპრილი 2020 13:45
5
თქვენ რამდენი წლის ხართ? გახსოვთ ის დრო რა ხდებოდა საქართველოში? რო გაეყვანათ უფრო გასაკვირი იქნებოდა, ბევრი დეტალია რომელსაც ბიჭები არ ყვებიან და არ აბაზრებენ, საკმაოდ ბევრი ობიექტური მიზეზი აქვს იმას რო ვერ გავიდნენ
დათი
30 აპრილი 2020 09:40
4
თურმე რა მაგარი ბიჭები გვყოლია, ეხლა უფრო გამოჩნდააა. ყველა წამყვან გუნდებში და წამყვან ჩემპიობატებში თამაშობდნენ, ამათ მერე ჩვენი ფეხბურთელები დღესდღეობით ისეთ გუნდებში გამოდიან , მათ დასახელებით ენას მოიტეხავ
Vasili
29 აპრილი 2020 23:59
1
შოთიკოს ნაირი თავდამსხმელი ნაკრებში რას დაგვხატავდა. მისნაირი თავდამსხმელი ვინ იცის კიდევ როდის გვეყოლება. მართლაც ტოპ კლასი იყო შოთა.
G.LA
29 აპრილი 2020 20:57
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული