ამერიკის მთავარმა საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა შეჯიბრების საუკეთესო დრიბლიორთა სია, რომლის სათავეშიც საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევი ვაკო ყაზაიშვილია.
სტატია, რომელსაც სათაურად ჰქვია - "ვინ არის MLS-ის საუკეთესო დრიბლიორი? გარემარბები და ნახევარმცველები, რომლებმაც 2019 და 2020 წლებში გაიბრწყინეს", მოცემულია, რომ ყაზაიშვილმა ამერიკული ლიგის 2019 წლის მთლიან სეზონსა და 2020 წლის 2 მატჩში, ჯამში, 100 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.
ვაკო დრიბლინგების 68,97%-ს წარმატებით ასრულებს, ხოლო მეორე ადგილზე მყოფი კარლოს ველას (95 წარმატებული დრიბლინგი) მაჩვენებელი მხოლოდ 50%-ია.
სამეულში ყაზაიშვილის თანაგუნდელი, არგენტინელი ესპინოზაც გახლავთ 81 წარმატებული დრიბლინგით.
ვაკომ MLS-ის გასულ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, მიმდინარე გათამაშების 2 მატჩში კი თავი ერთხელ გამოიჩინა.
ამერიკის ლიგა კიდევ ვისაც მაგარი ლიგა გგონიათ ეტყობა პატარები ხართ ძალიან და 90-იანების თაობასაც არ მოსწრებიხსრთ. ხალხი ბუნდესლიგაში, ინგლისში და იტალიაში გვყავდა. ვინ ვუყურებდით უკრაინასა თუ სხვა ჩემპიონატებში რას აკეთებდნენ ქართველები. არავის აინტერესებდა. ცუდია რომ უკვე ამერიკაში კარგი თამაში გვეამაყება თორემ სიხარულიტ გიხაროდეთ.
და ამერიკის ლიგა მართლა არაფერი ლიგა არ არის. მანდ თამაშს უკრაინაში ან თურქეთში თამაში ჯობია. საფეხბურთო ქვეყნები მაინც არის. უბრალოდ ამერიკაში ფულს იხდიან მეტს