![](https://sportall.ge/pictures/image31/29c9a95726532e3ed095aae5c88a057c.jpg)
კვიპროსის 24sports-ის ჟურნალისტი დიმიტრის ხრისტოფორი იტყობინება, რომ 26 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა, დიდი ალბათობით, "ანორთოსისს" დაემშვიდობება.
ხრისტოფორის მტკიცებით, ზაფხულში ფამაგუსტური გუნდი გადახალისდება და მის რიგებს, ალბათ, ფორვარდები - კაჭარავა და ვეტერანი სლოვაკი მიხალ დურიში დატოვებენ, კაჭარავამ თავი ურიგოდ არ წარმოაჩინა, თუმცა დიდ მატჩებში მისგან მეტს მოელოდნენ.
კაჭარავა "ანორთოსისში" 2018 წელს "კორონადან" გადავიდა, ვადამდე დასრულებული ჩემპიონატის 18 მატჩში კი 6 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, ჩემპიონატის შეჩერების მომენტში, 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით ლიდერობას "ომონია" და "ანორთოსისი" იყოფდნენ და დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებულად ნიქოზიური კლუბი
გამოაცხადეს.