ვაკო გვილიას ძალიან ლამაზი გოლი პოლონეთის თასზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის თასზე თავი ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ გამოიჩინა.

მეოთხედფინალურ მატჩში გვილიას "ლეგიამ" ლეგნიცაში ადგილობრივი "მიედზი" 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

ანგარიში მე-17 წუთზე შორიდან ულამაზესი დარტყმით გვილიამ გახსნა. მან პირველი ტაიმის დასასრულს ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი ძელს გაარტყა. შესვენების შემდეგ მატეუშ ჩოლევიაკმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. 77-ე წუთზე მწვრთნელმა ალეკსანდარ ვუკოვიჩმა გვილია შეცვალა, 83-ე წუთზე მსაჯმა ვარშაველი იგორ ლევჩუკი გააძევა, ხოლო 88-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს.

რაც შეეხება ჩემპიონატს, გვილიას გუნდი ლიდერია, მეორეადგილოსან "პიასტს" 8 ქულით უსწრებს და 30 მაისს
პოზნანში "ლეხს" დაუპირისპირდება.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი გოლი გაუტანია, ვიდეომ ცოტა გაჭედა დარტყმის მომენტში, ისე კაი რაკურსის ))))
რა მაფიაა?
27 მაისი 2020 11:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული