football24: ქართული "როტორი". ნუთუ იქ ჯანო, მელქაძე და კვირკველია იქნებიან?

AutoSharing Option
football24-ზე ჟურნალისტმა რომან გერასიმოვმა პრემიერლიგაში 16 წლის შემდეგ დაბრუნებული "როტორის" შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გუნდში შეიძლება არაერთმა ქართველმა ლეგიონერმა ითამაშოს.

"სატრანსფერო აქტიურობას, პირველ რიგში, ცნობილ აგენტ მამუკა ჯუღელს უკავშირებენ, რომელსაც მედიასაშუალებები ხშირად ვოლგოგრადული კლუბის აგენტად მოიხსენიებენ. მას მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებდა ბერდიევთან და მეგობრობს საიმანოვთან (სხვადასხვა წელს რუბინში თანამამამულეები გადაჰყავდა), ჯერ კიდევ პირველ დივიზიონში ავსებდა "ანჟის" ქართველებით (პრემიერლიგაში გადასვლისას შვიდნი იყვნენ), ასევე ქართულ ტალღაზე წამოსწია "ვოლგა" ჩემპიონატზე და ახლაც აქტიურია ბაზარზე, თუმცა ჟურნალისტებთან კომენტარს იშვიათად აკეთებს. უკანასკნელი ხმაურიანი საქმე
ხვიჩა კვარაცხელიას "ლოკოდან" "რუბინში" გადაყვანაა. ორივე კლუბი ისტორიულად ქართველებისადმი მიდრეკილია, განსაკუთრებით, სიომინის და ბერდიევის პერიოდებში.

ზამთარში ყაზანიდან "როტორში" სეზონის ბოლომდე ახალგაზრდა თავდამსხმელები ყიფიანი და მიქელთაძე გადავიდნენ; შემოდგომაზე მწვრთნელად თეთრაძის დანიშვნას ცდილობდნენ, რომელიც ჯუღელთან ახლოსაა, მაგრამ არ გამოვიდა. მომავალი სეზონისთვის კი კლასში დაწინაურებულ "როტორს" გაძლიერება დასჭირდება. სახელდება ანანიძის, მელქაძისა და კვირკველიას გვარები.

როგორი შანსი აქვს თითოეულ მათგანს "როტორში" გადაბარგებისა და აქვს თუ არა ამას აზრი?

ჯანოს ევროთასებზე სურდა

როდესაც ზამთარში ჯანო "სპარტაკს" ტოვებდა, ვარიანტები რუსეთში, თურქეთსა და საბერძნეთში ჰქონდა. საბოლოოდ ბიჭმა იანვარში კვიპროსის "ანორთოსისი" აირჩია, რომლის მწვრთნელი ქეცბაიაა, მის ღირსებას კი ლორია, დაუშვილი, კაჭარავა და ოქრიაშვილი იცავენ. იდეალური გარემოა.

ჯანოს აგენტმა თემურ ლეფსაიამ თქვა, რომ ანანიძეს ჩემპიონობისათვის ბრძოლა და ევროტურნირებზე თამაში სურდა (ჩემპიონატის შეწყვეტამდე "ანორთოსისი" ლიდერი იყო) და არ უნდოდა სატურნირო ცხრილის შუაში ან გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდში აღმოჩენილიყო. "სპარტაკის" ყოფაზე ზუსტი მინიშნება და შესაქები სურვილია.

მარტში ჯანომ მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ უკვე მოირჩინა, მაისში კი ხმები დაირხა, რომ მარტში შეიძლებოდა ბათუმის ან თბილისის "დინამოში" გადასულიყო. აგრეთვე სახელდებოდა "სოჭის", "როსტოვისა" და "როტორის" ვარიანტები.

მთლად გასაგები არაა, რაში სჭირდება ჯანოს პრემიერლიგაში გადასული კლუბი, როდესაც მისი სამსახურით მუდამ უფრო ძლიერი გუნდები ინტერესდებიან და თავადაც არ უნდოდა აუტსაიდერებში ყოფნა. თუ ანანიძე ჯანმრთელია, მის აგენტს უფრო მსუყე "მიმართულების" მოძებნა შეუძლია. თუ "როტორთან" კავშირები არსებობს, რომელიც მზადაა მსხვილი თანხა გადაიხადოს მყიფე ფეხბურთელში, მაშინ ქართველი ნახევარმცველი მართლა დათანხმდება მორიგ დაქვეითებას. ჯერ ეს ავანტიურად, ევროთასებზე მინიშნების გარეშე მოჩანს. ჯანო არაა პრემიერლიგაში ქამბექის წინააღმდეგი, მას მხოლოდ ფეხბურთში რაც შეიძლება მალე დაბრუნება უნდა.

კვირკველია დაქვეითებას დათანხმდება?

ცოტა ხნის წინ კვირკველია სამწუხარო ვითარებაში იყო: "ლოკომოტივის" საჩემპიონო 2017/18 წლების სეზონში შესანიშნავად იასპარეზა. შეეძლო ინგლისის პრემიერლიგაში გადასულიყო, მაგრამ იური სიომინს მიეჭდო, რომელმაც შუა სეზონისას უთხრა, არსად წასულიყო და ბოლომდე მიეყვანა "ოქროს საქმე". შემდეგ კი მწუხარებამ დაისადგურა.

კვირკველია ყაზანიდან ჩერკიზოვოზე სწორედ მამუკა ჯუღელმა გადაიყვანა. 2019 წლის შემოდგომაზე ივან კარპოვისთვის მიცემულ ინტერვიუში აგენტი ჰყვებოდა, რომ 2018 წელს "ლესტერს" "ლოკოს" ჩემპიონობის გამო უთხრა უარი, რომელიც 10 მილიონ ევროს იხდიდა და ოფიციალური მიმართვაც კი გამოაგზავნა. ილია გერკუსიც ამტკიცებდა, რომ "მელიები" მზად იყო 15 მილიონი გადაეხადა, თუმცა სიომინს გუნდის ლიდერებთან დამშვიდობების სურვილი არ ჰქონდა.

ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა კვირკველიას შესახებ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ "ლოკოში" სიომინის ეპოქა დასრულდა, ჩერკიზოვოზე ნიკოლიჩი მიდის, რომელიც არავინ იცის, რა სათამაშო ღირებულებებს ანიჭებს უპირატესობას (უნდა ველოდოთ მოთამაშეთა ჯგუფთან დამშვიდობებას და მედიის მტკიცებით, მათ შორის საბაცაა?). კვირკველიამ ტრავმის შემდეგ სისწრაფეში ვერ მოუმატა (მისი ერთ-ერთი კოზირია), ამ დროს კი უკვე 28 წლისაა.

კვირკველია მოსკოვში წელიწადში 1.8 მილიონს იღებს, იქ ყველაფერი მოიგო და არ მალავს, რომ ევროპულ წინადადებაზე უარს არ იტყოდა. მთელი სეზონი თადარიგში გაატარა, ჩემპიონატის მხოლოდ 3 სრული მატჩი ჩაატარა და აშკარად არ გახდა იმაზე უკეთესი, ვიდრე საჩემპიონო კამპანიისას იყო.

ნებისმიერ კლუბს საბას კონტრაქტის დაახლოებით 4 მილიონად გამოსყიდვა შეუძლია (ნობელ არუსტამიანი ამტკიცებს, 3.6 მილიონადო). ან მოსკოვში გადაწყვეტენ, რომ მისი გამოცდილება ახალი გუნდის მშენებლობისას კიდევ სჭირდებათ და ან სხვა კლუბში წავა - ეს შეიძლება არა მარტო "როტორი" იყოს, არამედ "როსტოვი" და "კრასნოდარი", რომელთაც უფრო მაღალი ამოცანები აქვთ.

სად "როტორი" და სად ინგლისის პრემიერლიგა? აი, რატომაა ეს სამწუხარო".

მკითხველის კომენტარები / 3 /
Roma shen martla problemebi gaqvs qartul leksikontan jobs bevri ikirxo nebsit aris qartuli dityva
2
ჯანოს გამო ძალიან დამწყდება გული, მართლა არაა დასრულებული ყველაფერი ჯანო და თუ მანდ გადახვალ შენი ხელით დაასრულებ ყველაფერს. კვირკველიას როტორში გადასვლაც საცოდაობა იქნება. მამუკა ჯუღელი ნებით თუ უნებლიეთ ქართული ფეხბურთის მტერია, მესმის უყვართ ფეხბურთელებს ეხმარება ფულით მაგრამ კიდევ ვიძახი ნებით თუ უნებლიედ უნგრევს კარიერას და 99% მხოლოდ ფულია მისთვის მთავარი, ძალიან სამწუხაროა მართლა )))))
nika
10:26 28-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული