კვიპროსული პრესა: ქეცბაიას კიდევ 2 ქართველის დამატება სურს

AutoSharing Option
რამდენიმე კვიპროსული გამოცემის მიხედვით, ფამაგუსტის "ანორთოსისის" მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ესპანელი ნახევარმცველის, რაიოს შემცვლელის პოვნა სურს და პოტენციურ ფეხბურთელს ქართულ ბაზარზეც ეძებს.

გამოცემები აღნიშნავენ, რომ თემურს 2 ფეხბურთელი სჭირდება: შემტევი ცენტრალური ნახევარმცველი და მარჯვენაფლანგელი გარემარბი, რომელსაც არც მცველების დახმარება შეეზარება.

წყაროთა უმრავლესობა წერს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ქეცბაია ფეხბურთელებს ქართულ, კვიპროსულ და ბერძნულ ბაზარზე ეძებს.

ავტორთა დიდი ნაწილი ხაზს უსვამს ქეცბაიას სწორ სელექციას ქართველი ფეხბურთელების მიმართულებით და ამიტომაც მიაჩნიათ სავსებით შესაძლებლად, რომ თემურმა "ანორთოსისში" ორივე პოზიციაზე ქართველი მოთამაშე
მიიყვანოს.

ჩვენ უკვე ვწერდით გიორგი პაპუნაშვილის თაობაზე, რომ ფამაგუსტელთა დამრიგებელმა მას დაურეკა კიდეც. გიორგი მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. გამთამაშებლად ქეცბაიას ჯანო ანანიძე ესახებოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა "ანორთოსისი" დატოვა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჯანომ ანორთოსისიდან წასვლით ბოლო იმედი გადამიწურა რომ პროგრესი ექნებოდა და რამეს იზავდა
D M
01 ივნისი 2020 16:56
4
ჯანო არაფრისმაქნისია.
status quo
01 ივნისი 2020 17:41
16
ნუ სასწაული კაცია რა! ვაჟკაცური,ქვეყანა რომ უყვარს!
ლაზ-მარგალ!
02 ივნისი 2020 01:29
1
მე ვურჩევ თემურს - კახი გოგიჩაიშვილი და როინ კერძევაძე ))))
korben dallas
01 ივნისი 2020 20:27
32
რა გადაეკიდეთ ამ ჯანოს. რა უბედურებაა ფეხბურთელების ლანძღვა!
შოთა
02 ივნისი 2020 11:29
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული