არველაძე კარანტინშია - "ფახთაქორი" ჩემპიონატის განახლებისთვის ემზადება

AutoSharing Option
ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთში დაბრუნდა და სავალდებულო საკარანტინო რეჟიმის გავლა უწევს, გუნდი კი ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება.

როგორც championat.asia იტყობინება, გუნდს შოთას ასისტენტები ავარჯიშებენ, თავად არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.

უზბეკეთის ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება. ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "ფახთაქორი" პირველ შეხვედრას გასვლაზე, "სოგდიანას" წინააღმდეგ გამართავს.

უზბეკეთის სუპერლიგაში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ კი "ფახთაქორი" 9 ქულით ლიდერობას "ნასაფთან" ერთად იყოფს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთ ქართველი ფეხბურთელი მაინც წაგეყვანა სალაპარაკოდ,დავიჯერე იმ უზბეკ ფეხბურთელებზე ნაკლებია ქართველები,ქეცბაიას მაგალითი არა მაგრამ ერთი კაცი არ იქნებოდა ცუდი,მაგრამ ნაცებმა ისე მოწამლეს ხალხი
gurji
02 ივნისი 2020 16:31
19
ნაცები რა შუაშია.
უზბეკეთში კარგი ქართველი ფეხბურთელი არ წავა (ქვილითაია წავა? ან ყაზაიშვილი? ან კაშია?). ვინც წავა, ისეთი კიდევ არველაძეს არ სჭირდება არაფერში.
ანანიძეები აკლია ეხლა კიდე...
ჯერი
02 ივნისი 2020 17:09
7
არ უნდა წაეყვანა და არც წაიყვანა. ვინც ფიქრობს, რომ ქართველ ფეხბურთელებს სადმე ჩაგრავენ ან არ უმართლებთ, სანამ პანდემია დაიწყებობა გაგევლოთ თბილისის გასართობ ადგილებში და გენახათ, როგორ იქცევიან “ნამდვილი ქართველი სპორტსმენები”. დღეს ქართული ფეხბურთი იქ არის, სადაც ქართველი ფეხბურთელების საქმისადმი მიდგომა იმსახურებს.
gio
02 ივნისი 2020 21:59
2
ყველა გამოხმაურება
ფული მიეცი და წავლენ დაუფიქრებლად, ყველას არ ეხება
irakli
02 ივნისი 2020 22:33
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული