ტაშკენტის "ფახთაქორის" ქართველი მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე უზბეკეთში დაბრუნდა და სავალდებულო საკარანტინო რეჟიმის გავლა უწევს, გუნდი კი ჩემპიონატის განახლებისათვის ემზადება.
როგორც championat.asia იტყობინება, გუნდს შოთას ასისტენტები ავარჯიშებენ, თავად არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება.
უზბეკეთის ჩემპიონატი 14 ივნისს განახლდება. ქართველი სპეციალისტის მიერ გაწვრთნილი "ფახთაქორი" პირველ შეხვედრას გასვლაზე, "სოგდიანას" წინააღმდეგ გამართავს.
უზბეკეთის სუპერლიგაში ჩატარებული 3 ტურის შემდეგ კი "ფახთაქორი" 9 ქულით ლიდერობას "ნასაფთან" ერთად იყოფს.
შოთა არველაძემ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
საქართველოში პოლიტიკოსებს ხალხისთვის სულში ჩაფურთხება შეუძლიათ - ინტერვიუ შოთა არველაძესთან