ზივზივაძემ 16 წუთი ითამაშა - "მეზოკოვეშდმა" ისევ ვერ მოიგო

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" გასვლაზე "კიშვარდას" დაუზავდა - 1:1.

წინა ტურში "პაკშისთან" წაგებულ მატჩში (0:2) ზივზივაძე 66-ე წუთზე შეცვალეს, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

ბოლოს გოლი ბუდუმ 26 მაისს, თასის ნახევარფინალში "ფეჰერვარს" გაუტანა და უნდა ითქვას, სეზონის განახლების შემდეგ მისი გუნდი ძველებურად კარგად ვეღარ თამაშობს - 5 მატჩიდან 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ჩვენებურის ანგარიშზე ჩემპიონატის 26 მატჩში 8 გოლია.

"მეზოკოვეშდი" 46 ქულით კვლავაც მესამე ადგილზეა და 12 ივნისს "ჰონვედს"
უმასპინძლებს, რომელთანაც თასის ფინალში დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თქვენ ვაისი დებილი ხომ არ გგონიათ?
წაიფართხალა ორი თამაში ტიპმა რაღაც გუნდში რომლის სახელის გამოთქმაზე ენას მოიტეხავ და ლამის ნაკრებში შეტენეს!მიხვდნენ ისინიც რომ ზედმეტი პიარი აქვს და დასვეს სკამზე!
მაქსიმუმ ახალ წლამდე და დაუბრუნდება მშობლიურ ტორპედოს.
ესეც მაგარია იყავი რა შენს ქვეყანაში რას გაძლევენ მაგდენს?
მაგრამ რაღაც პონტში კარგია რომ მიდიან ესეთები იქნებ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდეს და სკამისთვის ცოდოა ის ნიჭიერი აქ.
ომბუცმენი
23:56 09-06-2020
6
ამ ორი გუნდის სახელი რო გადაადნო , ერთ ნორმალურ სახელსაც ვერ გამოიყვან!!!! დდშშნნდდდნნნ გუნდებში თამაშობენ, 1000 დოლარით მეტი რო აიღონ
Vasili
00:35 10-06-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული