ზივზივაძემ უნგრეთის თასის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა

AutoSharing Option
უნგრეთის თასის ფინალში ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" 1:2 დამარცხდა "ჰონვედთან".

"მეზოკოვეშდი" არასოდეს მიეკუთვნებოდა მადიარული საკლუბო ფეხბურთის ელიტას, უკანასკნელ ხანს მომძლავრდა და ამაში ქართველ თავდამსხმელს დიდი წვლილი მიუძღვის. სწორედ მისი ძალისხმევით გავიდა ეს გუნდი პირველად ფინალში, მაგრამ დედაქალაქელებთან დასანანი მარცხი იწვნია.

ბუდაპეშტის 67 889-ადგილიან "პუშკაშ არენაზე" ზუსტად 10 ათას მაყურებელს დართეს მატჩზე დასწრების უფლება და სამწუხაროდ, ბუდუს გუნდმა ვერ იმარჯვა.

თასი კი "ჰონვედმა" მერვედ მოიპოვა, რომელიც ჩემპიონატზე მეექვსე პოზიციაზეა.

ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა. მან ამ სეზონში თასზე 3 გოლი გაიტანა, ჩემპიონატზე კი -
8. "მეზოკოვეშდი" ქვეყნის პირველობაზე მე-3 ადგილზეა და 6 ივნისს "პაკშის" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული