Sporx: თბილისის "დინამოს" კაპიტანი "ბეშიქთაშში" ითამაშებს

AutoSharing Option
გუშინ, 23 ივნისს, "აჭარასპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას სტამბულის "ბეშიქთაშში" განაგრძობდა და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მხარეებისაგან ჯერ არაფერი ისმის, აღნიშნული სიახლე თურქულმა წყაროებმაც დაადასტურეს.

sporx.com-ი წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი "ბეშიქთაშში" ითამაშებს და მხარეები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. წყაროსვე ცნობით, ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.

ნიკა ნინუა, რომელიც 21 წლის 2 დღის წინ გახდა, თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში მეხუთე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ნინუამ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას "ტრასნფერმარკტი" 900 000 ევროდ აფასებს.


მკითხველის კომენტარები / 9 /
ძალიან მაგარი იქნება ეს თუ ბეშიქთაშში წავიდა. ეგრევე აიწევს ჩვენი ჩემპიონატისადმი ინტერესი.
გურამი
25 ივნისი 2020 01:04
1
ამ ეტაპზე შესანიშნავი იქნება ნინუასთვის თუ ბეშიქტაში ითამაშებს თავის ჩემპიონატში კარგი გუნდია სულ დიდი მიზნებისთვის იბრძვის და ამ ასაკის ფეხბურთელისთვის განვითარებისთვის თუგინდ ფიზიკურად თუგინდ მორალურად იდეალური არჩევანია მთავარია არ გააჩეროს განვითარება და შანსი მისცენ
თემური
24 ივნისი 2020 22:37
1
საღოლ ნინუას ყველაფერი ზუსტად გააკეთა ზამთარშიც შეეძლო წასვლა მარა არ იჩქარა და აი შედეგიც ბეშიქთაშის დონის გუნდში გადასვლა მართლაც რომ სასიამოვნოა ხოლო შენგელია 6თვეში რო გაიქცა ქონიასპორში შეეძლო დარჩენა ცოტახნით და უკეთეს გუნდში გადასვლა
Ka
24 ივნისი 2020 21:16
0
საქართველოს ჩემპიონატისთვის უკვე ცოდოა ეს ბიჭი. წარმატებები
გოგა
24 ივნისი 2020 19:44
1
800 000 ევრო კარგი ფულია დინამოსთვის.

























































800 000 ევრო კარგი ფულია დინამოსთვის.უარს ვერ იტყვიან აშკარად.თუმცა მაინც ცოტა ადრე მგონია მისი დინამოდან წასვლა,თუმცა ვინ იცის...ისიცაა დინამოს რომც არ უნდოდეს გაშვება ფეხბურთელი მოინდომებს წასვლას.შენგელია არ გაჩერდა ქონიას გამგონე და ნინუა რატომ უნდა დარჩეს თუ ბეშიქთაში იწვევს.






master
24 ივნისი 2020 17:41
2
ძაიან სასიამოვნოა როცა იგებ რომ ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონატიდან ამ დონის კლუბში გადადის.
ვინც გადავიდნენ თურქეთში ქართველბი შენგელია ლობჟანიძე ყველას აქვს ნდობა და სათამშო დრო და იმედი მაქვს ნინუას გადასვლაც წარმატებული ქინება და მისცემენ სათამაშო დროს და სკამზე არ დასვამენ და როტაცის ფეხბურთელი არ იქნება ბეშიკთაშში წარმატებები ნინუას
Giorgi
24 ივნისი 2020 16:37
2
მართალი თუ გამოდგა ძაან მაგარი იქნება. ტოპ 4 ჩემპიონატის შემდეგ ჩემიაზრით თურქეთი მეხუთეა
Giorga
24 ივნისი 2020 16:32
15
როგორ მიყვარს ესეთი ინფორმაციები . წარმატებები ნიკოლოზ. გამიჩნდა ახალი საგულშემატკივრო გუნდი მორიგი.
ლაშა
24 ივნისი 2020 16:21
1
კარგი ლიგა აქვთ ოსმალებს, შენგელია,ლობჟანიძე, ფენერს კიტეიშვილი უნდა, ბეშიქთაშს ნინუა, მომრავლდა ქართველები რაც მათ კარიერას წაადგება და განვითარდებიან
irakli
24 ივნისი 2020 16:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული