ვლადიმირ ვაისი ნინუას "ბეშიქთაშში" ტრანსფერზე: მას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს

AutoSharing Option
თურქული გამოცემა aspor.com.tr საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს დაუკავშირდა და თბილისის "დინამოს" ნახევარმცველ ნიკა ნინუას შესახებ ჰკითხა, რომელიც სტამბულის "ბეშიქთაშში" გადასვლასთან ახლოსაა.

"ნიკა ნინუას 16 წლიდან ვიცნობ. ვფიქრობ, რომ ერთა ლიგის შეხვედრებისთვის ეროვნულ გუნდში გამოვიძახო და შანსი მივცე.

"ბეშიქთაშს" თურქეთში ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. თუ ეს ტრანსფერი შედგება, ნინუასთვის ძალიან წარმატებული ნაბიჯი იქნება.

ნიკა ნინუა ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც საჭირო კონცენტრირების შემთხვევაში საკუთარი ნიჭის გამოყენება შეუძლია. მას დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. ტრანსფერი თუ
განხორციელდა, ფეხბურთელის კარიერაში დიდი ნახტომი იქნება", - თქვა ვლადიმირ ვაისმა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მანგარ რექ,მანგარი,აბა წჷმე ულა ჯგირჲ ბოშის
ბაჩი
16:36 26-06-2020
30
ვაისს დაგვენახე ისე მაინც საქართველოს ტელემაუწყებელში!!! ქეცბაია რომ იყო მწვრთნელად რაღაც არ მახსოვს, რომ ასე იმალებოდა როგორც შენ!! გაგვხადე ერთი ინტერვიუს მადლიერი მაინც!!
მწვრთნელი
20:44 26-06-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული