კიტეიშვილმა ჩემპიონსაც გაუტანა და დროა გუნდი გამოიცვალოს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის ფინალური ექვსეულის ბოლოსწინა ტურში ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" სტუმრად 2:5 დამარცხდა "ზალცბურგთან", რომელიც გასულ კვირაში მიჯრით მეშვიდედ გახდა ჩემპიონი.

კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გოლიც გაიტანა. მიმდინარე ჩემპიონატის 30 მატჩში მან 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

გრაცულმა გუნდმა მიჯრით მეხუთე შეხვედრაში იწვნია მარცხი და 5 ივლისს, ბოლო ტურში "ჰარტბერგს" უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ოთარს "ფენერბახჩე" ეპატიჟება და შეიძლება კვირას "შტურმში" უკანასკნელად ითამაშოს. ის თავის გუნდში აშკარად საუკეთესოა და უკეთეს კლუბში ასპარეზობას იმსახურებს.

ზალცბურგი - შტურმი 5:2
გოლები: 1:0 ადეიემი (22), 2:0
ონგუენე (53), 3:0 სზობოზლაი (73), 3:1 კიტეიშვილი (79), 4:1 კოიტა (85), 4:2 დომინგესი (87), 5:2 ბერიშა (88)
გაძევება: ლიუბიჩი (72, შტურმი)

alt"შტურმის" დირექტორი: კიტეიშვილის სანაცვლოდ 1,5 მილიონი? ქაღალდი ტყუილად არ დახარჯონ

altკიტეიშვილმა გაიტანა - "შტურმი" სახლში 2:0-ს იგებდა და წაგება მოახერხა [VIDEO]

alt"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

altკიტეიშვილი თურქულ გრანდში?! - მოლაპარაკებები მალე დაიწყება...

altავსტრიული გამოცემა: კიტეიშვილი "შტურმის" ერთადერთი იმედისმომცემი ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ბიჭი ჩვენი ახალი ჩავი უნდა გახდეს. მაგარი შანსი გვაქვს, თუ ეს ბიჭები ოპტიმალურ ფორმაში იქნებიან, ცოტა შეთამაშება და უშანსოდ უნდა მოიგონ ორივე მატჩი.
მაგარია
19:35 02-07-2020
0
ვინ გეკითხებათ სად გადავა, თქვენ არამკითხე მატრაკვეცებო.
ასეა ეს
18:12 02-07-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული