ბელგიური გამოცემა: ჩაკვეტაძემ ისევ უნდა იფრინოს!

AutoSharing Option
ბელგიური გამოცემა voetbalkrant.com-ი აქვეყნებს სტატიას ჟიუპერლიგის 4 "ჩიტის" შესახებ, რომლებსაც წინა წელს არ გაუმართლათ, თუმცა მომავალ სეზონში უნდა იფრინონ და ამ ფეხბურთელებს შორის გიორგი ჩაკვეტაძესაც ასახელებს.

სტატიის დასაწყისშივე ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ფეხბურთელებმა წინა სეზონი რაც შეიძლება მალე უნდა დაივიწყონ. მათ ტრავმის გამო ბევრი გაუცდათ, თუმცა წელს მოედანზე ისე უნდა იყვნენ, როგორც თევზები წყალში.

აი, რას წერს გამოცემა ქართველი შემტევის შესახებ:

"გასულ სეზონში მხოლოდ ერთი სრული შეხვედრა ჩაატარა და 2-ჯერ დაიწყო თამაში ძირითადში. ჩაკვეტაძეს დიდი ხანი გაუცდა ტრავმი გამო, მაგრამ
პლეი-ოფების ეტაპისთვის სრულფასოვან დაბრუნებას ელოდნენ.

ამ გაცდენილ პერიოდს უპირატესობა აქვს - მომავალი სეზონის მზადებას ენერგიით სავსე დაიწყებს."

გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტი" ბელგიის დასრულებულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებენ.

ავტორი ბექა ბექაური
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩაკვე, რომ განსხვავებული მოთამაშეა, რად უნდა მაგას ლაპარაკი, მარტომ გაათრია ნაკრები. როგორც მახსოვს, ფლეიოფებში მაგას ტრამვა არ გამიზეზებია. ცოტას თამაშობდა. ისე პირველი თამაში რომ ითამაშა, მის მერე სამი თამაში გამოტოვა და თუ მაშინ რაიმე არ გაიმიზეზა, მაშინ ეხლა ჯანმრთელობის პრობლემა ნაღდად აღარ უნდა ქონდეს. ანუ, ჩვეულებრივად დაბრუნდება.ხოა გუნდთან ერთად და ვარჯიშოპბს
ვასო
04 ივლისი 2020 20:28
0
რა თქმა უნდა გიო ჩვენი ნაკრების მომავალია მაგრამ არ შეიძლება ასე გადამეტებული ქება ჯერ ჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ უთამაშია თუ ერთა ლიგას არ ჩავთვლით ))) ეს ჩვენ ქვეყანაში ჩანს ასე თორე ნებისმიერ ლიგაშია ასეთი ფეხბურთელი
კა
03 ივლისი 2020 12:24
0
ტრავმა ბოლომდე მოურჩინეთ და ფრენა მერე მოთხოვეთ
შოკირებული გულშემატკივარი
03 ივლისი 2020 11:14
0
ამ ბოღმიანი არსებების ვერ გავიგე ამათი მოსაწონი როგორ არაფერია.
ushangi
02 ივლისი 2020 20:55
1
ეს სეზონი რათქმაუნდა ჩაუვარდა გიორგის ბევრი მიზეზის გამოო და ძირითადი მიზეზი იყოო ტრამვა და ეს გასაგებია და მეც დიდი იმედი მაქვს რომ მომავალ სეზონში ის ითამშებს უმაღლეს დონეზე და თუ მას მართლაც სურს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს და მოხვდეს წამყვან ევროპულ კლუბში ჯერ უნდა გახდეს ლიდერი გენტში თუ გენტში ვერ დამტკიცებს და ბელგიაში რაც შეუძლია მას სერიოზულად დიდი გუნდები არ შეხედავენ იგივე მისი გუნდელის მაგალითზე დევიდი მოვიდა და ამ სეზონში აჩვენა ყველას ვინც იყოო და რაც შეეძლო და დღეს უკვე ნადირობენ გრანდები დევიდზე და უნდა მიბაძოს მას და მასზეც იქნება მოთხოვნა გრანდებიდან თუ კარგი სეზონი ექნება კლუბში მე დიდი იმედი მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ გიორგის თან ჩემპიოთა ლიგაზე გასვლის შანსიც აქვს გენტს ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული და მის თამაშზე.
Giorgi
02 ივლისი 2020 19:36
0
საკმაოდ ორიგინალური აზრია გიორგი :)) იმედია არ მიწყენთ
გადასარევი გიორგი
03 ივლისი 2020 00:33
0
. ,
Piper
02 ივლისი 2020 22:13
0
სად? ტობოლში?თუ ვოლგოგრადის როტორში
ანტონ პეხნიჩეკი
02 ივლისი 2020 19:19
19
თქვენსკენ ერევნის არარატში მხითოოო
ლაშა
02 ივლისი 2020 23:27
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული