კვარაცხელიამ გამარჯვების მომტანი ჩინებული საგოლე პასი გააკეთა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში "რუბინმა" ყაზანში 1:0 მოუგო "ორენბურგს".

მასპინძელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია, რომლის პასით 67-ე წუთზე დენის მაკაროვმა გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა საიტმა შეცდომით საგოლე გადაცემა მარკო იევტიჩს ჩაუთვალა.

"მატჩპრემიერმა" ხვიჩა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მიმდინარე ჩემპიონატის 23 მატჩში მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

დავითაშვილი 57-ე წუთზე შეცვალეს, კვარაცხელია კი - 83-ზე.

"რუბინი" 30 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 4 ქულით დაშორდა და 9 ივლისს "კრასნოდარს" უმასპინძლებს.

altტაბიძის თანაგუნდელი

მოედნიდან არ გავიდა, ის "რომას" სურს და კვარაცხელიამ სისხლი გაუშრო [VIDEO]

alt"ლოკოს" გენდირექტორი: ჯუღელმა კვარაცხელიას ტრანსფერის საქმეში მოგვატყუა, ახლაც განვიცდი მის დაკარგვას

altკვარაცხელიამ ჯერ სასწაული გოლი გაიტანა, ხოლო შემდეგ სამეფო ასისტი გააკეთა [VIDEO]

altრუსული გამოცემა: "რუბინს" კვარაცხელიასა და დავითაშვილზე მსურველთა რიგი უდგას

მკითხველის კომენტარები / 13 /
პანდემიური პაუზის შემდეგ,ხვიჩა,სულ სხვა,თავის თავში დარწმუნებულ ფეხბურთელად დაბრუნდა.ის უკვე თამამად იღებს თამაშს, თავის თავზე და უკვე გუნდის ლიდერადაც მოიაზრება.ახლა მთავარია სტაბილურობა და ფიზიკური მომზადების კიდევ უფრო მომატება.ცხადია,რომ რუბინი,კარგა ბლომად ფულს იშოვის,მისი გაყიდვით.მუშტარი კი,ჩემპიონატის დასრულებითანავე აუცილებლად ეყოლება.არ ვიცი,რუბინში მის გაზრდაზე მუშაობენ,სათამაშო დრო,შეუზღუდავად აქვს,პროგრესი სახეზეა და შესაძლოა არც ღირდეს, ევროპაში არიქაზე გაქცევა.შუალედური კლუბი,მას არა მგონია დასჭირდეს,რადგან რუბინი,სწორედ ასეთ კლუბად მოჩანს.ტოპ ლიგებში რუსეთიდანაც გადიან ფეხბურთელები და მასაც თავისუფლად შეუძლია,ერთი მათგანი გახდეს.ტექნიკაც აქვს,ხედვაც,აზროვნებაც,მხოლოდ სისწრაფეს და ფიზიკას უნდა მოუმატოს
სოსო
06 ივლისი 2020 15:36
0
ნუ წაიღეთ ტვინი ამ მეგრელოფობებმა,ჩვენ ისევე გვიხარია ჩვენი კუთხის წარმომადგენლის წარმატება როგორც კახელს კახელისა და იმერელის იმერლისა,რა ტვინი წაიღეთ ამ ფობიებით!თუ შეიძლება კახელმა დაწეროს მიდი კახელოო რატომ გეჩხირებათ იმის გაგონება რომ ჩვენც გვინდა ვთქვათ მიდი მეგრელოო? დაისვენეთ რაა!!!
ბაჩი
06 ივლისი 2020 12:22
4
მგონი დაიწყო მომატება ამ ბიჭმა, ადრე დავწერე უნდა გადალახოს ის რაც უმრავლეს ქართველ ნიჭიერ ფეხბირთელებს აფუჭებს ამ ასაკში მეთქი, მიხარია მაგრად.
ევროპა გვინდა და იქ ღირსეული თამაში!!
შეიძლება თუ ყველა იქნა მწყობრში!!
შოთა
06 ივლისი 2020 08:47
0
მიდი მეგრელო შეუბერე , შენს სოფლელებს ყველას დაეხმარე ზამთარში შენი მცირე ღელფასით , ღმერთი ხედავს მაგას და აუცილებლად მიაღწევ დიდ წარმატებას
Nl
06 ივლისი 2020 01:45
2
იცოცხლე! პირველ რიგში მთელს სამეგრელოს გვეამაყება ეს ბიჭი!
ლაზ-მარგალ!
06 ივლისი 2020 17:58
0
Sad xart es rustavi da vigac bogma tipebi ?? Kaia tu zixart mocucqnulebi
12345
06 ივლისი 2020 01:43
2
იქნებ გაგვაგებინოთ დაწეროთ რა ხდება ოთარ კაკაბაძის თავს ამდენი ხანია განახლდა შვეიცარის ჩემპიონატი და ის მისი გუნდის განაცხადშიც კი არ ჩანს და მოედანზე საერთოდ აღარ გამოჩენილა და იქნებ მოიძიოთ რაშია საქმე ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენი ნაკრებისთვის და დარწმუნებული ვარ ბევრს აინტერესებს რატომ არ თამაშობს კაკაბაძე თავის გუნდში.
Giorgi
06 ივლისი 2020 00:47
0
მიხარია რო ხვიჩაა ასე კარგად თამაშობს ეს 19 წლის ბიჭი და ზოგადად ძალიან სასიამოვნოა,რომ როგორც იქნა ამდენი წლების მერე წამოვიდა თაობა ქართულ ფეხბურთში ახალგაზრდების,რომლებსაც შეუძლიათ და აქვთ ყველა მონაცემები და ტალანტი იმის,რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ და ეს არ არის მხოლოდ 1-2 ორი ფეხბურთელი ყველა სათამაშო რგოლში გყვავს ძაან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭები და ბევრია კიდე ისეთი ვინც დღეს არ ჩანან მარა მალე გამოჩნდებიან ასპარესზე.
Giorgi
06 ივლისი 2020 00:42
0
ძალიან მაგრად ითამაშა ხვიჩამ და ეს თამაში უეჭველად მოსაგები ქონდა რუბინს და პირადად ხვიჩამ მოაგებინა ეს უმნიშვნელოვანესი მატჩი ამას არ ვამბობ გადაჭარბებით ეს იყოო ფაქტი ეს თამაში იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი რომ შემდეგ ტურებში უკვე კრასნოდართან სპარტაკთან და ცესკასთან აქვს სათამაშო რუბინს ზედა ეშელონის გუნდებთან და იმედი მაქ ხვიჩა ამ დარჩენილ თამაშებშიც გამოიჩენს თავს წარმატებები მას აშკრად უმატებს და ამ გუნდის ლიდერად ყალიბდება.
Giorgi
06 ივლისი 2020 00:25
0
ხვიჩა მანგარი ბოშჲ მარგალჲ კოჩჲ,ეთეშჲ ჯიმა!!!
ბაჩი
05 ივლისი 2020 23:05
35
გრიშა სომეხიხარ?
gtishaS
06 ივლისი 2020 00:01
20
ნუ წაიღეთ ტვინი ამ მარგალობაზე, ქართველი რომ არის არ არის საკმარისი?
grisha
05 ივლისი 2020 23:17
11
ფაქტიურად მარტო ათრევს მთელ რუბინს ყველა თამაშში, მის თანაგუნდელებზე მინიმუმ ერთი თავით მაღლა დგას!! უმაღლეს დონეზე ჩაატარა მთელი თამაში. ერთ მომენტში კუთხურის ხაზთან, პატარა მონაკვეთში მაგრად მოტეხა ორი კაცი!!!
zaza
05 ივლისი 2020 22:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული