ექსკლუზივი: საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან საუბარში "ლოკომოტივიდან" წასვლის საკითხს ნათელი მოჰფინა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია მოსკოვურ გუნდში რჩება. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sportall.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

როგორც იცით, ბოლო პერიოდში რუსულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ის "რკინიგზელთა" რიგებს დატოვებდა, რაც თავად კვირკველიამ არ დაადასტურა.

"პრესაში ბევრი რამ იწერება. 3 წელია, რაც "ლოკომოტივში" ვარ და ყოველ 3 თვეში ამბობენ, რომ გუნდიდან მივდივარ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აბსურდია. გუნდის წევრი ვარ, კონტრაქტი მაქვს, ვვარჯიშობ და "ლოკომოტივში" ვრჩები.

თუ კლუბიდან წასვლაზე იქნება საუბარი, უშუალოდ ხელმძღვანელობა დამელაპარაკებოდა და მეტყოდა და ამას პრესის საშუალებით არ
გავიგებდი.

უბრალოდ, ვიღაც ინტრიგანი ჟურნალისტების მონაჭორია. არიან ისეთი ჟურნალისტები, რომლებსაც საქმე არ აქვს და მსგავს სისულელეებს წერენ", - ამბობს კვირკველია.

მკითხველის კომენტარები / 13 /
საბა მადლობა უთხარი სიომინს რაც გათამაშა. კი იძახიან რომ რუსეთმა დაღუპაო,მაგრამ რატო ფიქრობს ხალხი ვერ ვიგებ. სუსტია ბევრ კომპონენტში არ გვინდა ამის გაგონებაც კი. სამაგიეროდ გვჯერა რომ რუსეთი სპეციალურად ღუპავს ჩვენ ფეხბურთელებს. მითების გვჯერა. რომელი ერთი დაღუპეს და რა მიზნით? რატო მშვიდობაძეს არა ღუპავენ? არ გვინდა იმის აღიარება რომ ვერა ქაჩავენ რუსეთის ლიგას. გრიგალავას რატო არა ღუპავენ,ტაბიძეს? იმის მერე რაც საბამ ბოლოს ჭამა კიდევ გვინდა რომ ძირითადში ვიხილოთ? კი ბატონო ვილაპარაკოთ,რომ ოკუპანტები ღუპავენ ჩვენ ფეხბურთელებს,ვლანძღოთ რუსები,მაგრამ სიმართლე ხომ სხვა არის და კლასიც ხომ არ მოემატებათ ჩვენ ბიჭებს???
ლ.გიო
17:05 06-07-2020
11
ეეხ კვირკველ, სალაპარაკო მიეცი ხალხს და კიხედავ რადრეში არიან, არაუშავს შებერე და დაიბრუნე ძველი ფორმა.
jiji
20:09 06-07-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული