ტრავმაზე, "ზენიტზე", ჩემპიონობასა და კონფლიქტზე - ინტერვიუ საბა კვირკველიასთან

AutoSharing Option
რუსულმა გამოცემა Izvestia-მ მოსკოვის "ლოკომოტივის" ქართველ მცველ საბა კვირკველიასთან "ზენიტთან" გამართული მატჩის შემდეგ ინტერვიუ ჩაწერა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

როგორი იყო დიდი პაუზის შემდეგ ოფიციალური შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში დაწყება?
- მძიმე ტრავმა მქონდა. ყველა ფიქრობდა, რომ მწვრთნელთან, ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებთან კონფლიქტი მქონდა. მე კი სულ ვამბობდი, რომ ეს ტყუილი იყო. ნამდვილად მძიმე ტრავმა მქონდა, რომელშიც ბოლო მომენტამდე ვერავინ გაერკვა. მადლობა ღმერთს, ახლა აღარაფერი მაწუხებს და ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ.

"ზენიტთან" გამართული მატჩის შედეგით კმაყოფილები ხართ?
- რა თქმა უნდა. გასვლაზე "ზენიტთან"
თამაში და გოლის არგაშვება ჩემთვის კარგი შედეგია.

გული არ გწყდებათ იმაზე, რომ "ზენიტს" ვერ მიუახლოვდით და ჩემპიონობის შანსები თითქმის დაკარგეთ?
- არაფერი დაგვიკარგავს. წინ კიდევ 10 შეხვედრა გველოდება. ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, 10 თამაში 30 ქულას უდრის.

წლის პირველ ოფიციალურ მატჩში ძირითად შემადგენლობაში თამაშს ელოდით?
- მსგავს გარანტიას ვერავინ მოგცემს. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. შეკრებებსა და ვარჯიშებზე დავამტკიცე, რომ მზად ვარ და თამაში მინდა. მთელი სულითა და გულით ვვარჯიშობდი და მწვრთნელმა ჩათვალა, რომ "ზენიტთან" სათამაშოდ მზად ვიყავი.

სტანისლავ მაკგეევს აქამდე პრემიერლიგაში მხოლოდ 1 მატჩი ჰქონდა ჩატარებული. სანკტ-პეტერბურგში მისი გამოსვლით კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა. მაგან ძალიან კარგად ითამაშა "ზენიტის" წინააღმდეგ. ბევრი საუბარი არ მინდა, ის ჯერ ისევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. ასე თუ განაგრძობს, მალე რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი იქნება.

ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენის პოზიციაზე თუ დაცვის ცენტრში, სადაც აქამდე თამაშობდა?
- საყრდენ ზონაში, რადგან დაცვის ცენტრში მე ვთამაშობ (იცინის).

ასე იშორებთ თავიდან კონკურენტებს?
- არა, უბრალოდ, ჯობს მაგან საყრდენ ზონაში ითამაშოს (იცინის).

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგან არა, მან!
ფსიუუუ
16:49 03-03-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული