კვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რუბინს" მხსნელად კვლავ ხვიჩა კვარაცხელია მოევლინა

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში "რუბინმა" მოსკოვში ფრეს (1:1) მიაღწია ცსკა-სთან.

სტუმრები 0:1-ს აგებდნენ, როდესაც 88-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და ნახევარმცველმა ივან ობლიაკოვმა მოცელა. თავიდან მსაჯმა ჩათვალა, რომ სიმულაციას ჰქონდა ადგილი და ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გაფრთხილება გაუუქმა, პენალტი დანიშნა, რომელიც მარკოვმა გამოიყენა და - 1:1.

ყაზანურ გუნდში 78-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ზურიკო დავითაშვილი, რომელსაც 83-ე წუთზე გოლის გატანა მეკარე იგორ აკინფეევმა არ დაანება, ხოლო არმიელთა რიგებში შესვენებამდე ითამაშა კონსტანტინე
მარადიშვილმა.

"რუბინი" 34 ქულით მე-9 ადგილზეა და 16 ივლისს "როსტოვს" უმასპინძლებს. თუმცა დარჩენილ ორ შეხვედრას ყაზანური გუნდისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რუსეთის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თუ გაგახსენდებათ ჯერ კიდევ პანდეემის დროს რამდენ საკუთარი სოფლის ოჯახს დაეხმარა ხვიჩა პირველ რიგში შეგნებებული ადამიანია და ღირსეული სპორცმენი, მარტო იმ ხალხის ლიცვა გეყოფა ჩემო ხვიჩა, სასწაულ ფორმაშია და მართლა ეტყობა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს წარმატებები ( ლიტუში გრუზინ❤️)
Batumi90
13 ივლისი 2020 19:06
0
ხვიჩა ჩვენი იმედია, ასევე ზურიკოც. მეკარეები კარგი გვყავს. კარგები არიან დაცვაში კვირკველია, ტაბიძე. ჩაკვეტაძემაც უნდა მოუმატოს. იქეთ გვილია. ერთი სიტყვით გუნდის ხერხემალი არის, რაც საფუძველს იძლევა ცოტა შორს გავიხედოთ, ვიდრე ბელორუსი და მონტენეგროა.
თენგიზ გაბიძაშვილი
13 ივლისი 2020 18:40
1
ზურიკო თუ წაიკითხავს ან მისიანი გადეცით რომ გვეიმედება და ველოდებით როდის შევა ფორმაში ხვიჩას და მის გამო ველოდები რუბინის თამაშს.შენც შეგიძლია ზურა მაგარითამაში არ მოეშვე ივარჯიშე მარტო არ ხარ და ჩვენზეც იFიქრე რაოდენ სიხარულს მოგვანიჭებ/და ეს ყველა ტალანდს ეხება ველა გვიყვარხართ და გახსოვდეთ ტქვენს უკან სამშობლოა მრავალ სიხარულს მოკლებული გაგვახარეთ.უფალი გფარავდეთ.
mosexoneli
17 ივლისი 2020 12:09
0
იმათმა მეკარემ, როგორ სამართლიანად დაუჭირა მხარი ხვიჩას, თუ დაინახეთ? იმწუთში გამოექომაგა, მართალია, დარღვევაა იყოვო, საღოლ მაგას....
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 ივლისი 2020 14:45
0
ღმეთმა დაიფაროს ტრამვებისგან, ეს ბიჭი დაფრინავს და ბევრისგან განსხვავებით, მას შეუძლია თქვას, რომ ფეხბურთელი ვარო. გენიალური მოთამაშეა, დიდი ხანია ესეთი ვარსკვლავი არ გვინახავს და ისიამოვნეთ, სანამ დაქრის ბიჭი...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
13 ივლისი 2020 14:42
0
მარცხენა ნახევარდაცვაში არანორნალური კონკურენცია აქვს ნაკრებს... ჩაკვე - კვარაცხელია საინტერესოა ვაისი რა შემადგენლობას დააყენებს ბელორუსთან... გვილია ზე ფორმაშია ყაზაიშვილიც მალე შევა ფორმაში და კაკაბაძე დაუბრუნდა ძირითადს კაი საფიქრალი აქვს ვაისს... მე მაინც ვფიქრიბ რო ჩაკვე მარცხნივ და კვარა მარჯვნივ იქნებოდა უკეთესი ვერსია... ან ჩაკვე შუაში კვარა მარცხნივ))
მევარმე
13 ივლისი 2020 14:21
0
მგონი მაინც ფლონგებზე მოუწევთ ორივეს. ცენტრი დაკავებულია :) კიტეიშვილი, გვილია, კანკავა იქნება ძალიან ეფექტური ცენტრი. გვილია კიტეიშვილი ბურთსაც გაათამაშებენ და თან კანკავას დაცვით ფუნქციებშიც მიეხმარებიან. ფლანგებზე ჩაკვეტაძე კვარაცხელია. თუმცა თუ ჩაკვე ვერ შევიდა ფორმაში, ალბათ დავითაშვილი, ყაზაიშვილი ან ოქრიაშვილი
ფლანგებზე მოუწევთ
13 ივლისი 2020 14:51
0
მაგარი მომატებული აქვს, ღმერთო მიეცი ჯანმრთელობა. მიტო მისტიროდა სიომინი. კაი გუნდში გაიყიდება მაგი, ნაკრები ტუ გავიდა ევროპაზე
ვასო
13 ივლისი 2020 13:53
0
კვარაცხელია-ჩაკვეტაძე ორივე ფორმაში და მანდ ენძრევათ ბელარუსებს)))
jiji
13 ივლისი 2020 13:47
0
Magari bichia, exla karg chempionatshi unda wavides da didi fexburteli gveyoleba. Droulad moshordi xvicha mag qveyanas tore sheiwiravsn shens karieras.
იოანე
13 ივლისი 2020 13:21
2
ყოჩაღ ხვიჩას მაგრად უმატებს და ყოჩაღ სლუცკს რო ესე გახსნა კვარა , ზურიკოც აუცილებლად დაიბრუნებს ძირითადს ეგეც იბრუნებს ფორმას ეტყობა ყველა მატჩი , შარშან რუბინს მარტო მიათრევდა ეგ პატარა ბიჭი მარტო ეგ ქმნიდა საგოლე მომენტებს. ორივემ უნდა იფრინოთ . წაატებები
ლაშა
13 ივლისი 2020 11:45
2
ოქროა ეს ბიჭი!
dzeke
13 ივლისი 2020 11:35
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული