შვედეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "იურგორდენთან".
დებიუტში სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, 25-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით მასპინძელთა ნახევარმცველი იესპერ ტოლისონი გააძევა, ხოლო ცოტა ხანში "იურგორდენმა" მეორეჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
37-ე წუთზე ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ის 62-ე წუთზე ჰოსამ აიეშმა შეცვალა, რომელმაც პენალტით ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.
ხარაიშვილმა ჩემპიონტის 4 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისი გუნდი კი 8 ქულით მეათე ადგილზეა და 15 ივლისს "ჰელსინგბორგს" უმასპინძლებს.